კალენდარი

ანიეს ვარდას ფილმების რეტროსპექტივა

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, რომელიც გაიმართება 2021 წლის 6-დან 12 დეკემბრამდე, კინორეჟისორ ტატიანა კონონენკოს ორგანიზებით და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით ეწყობა ფრანგი კინოხელოვანის ანიეს ვარდას ფილმების რეტროსპექტივა.


 „ფუდ ალიანსის“ გენერალური დირექტორის, ბატონ ჟაკ ფლორის მხარდაჭერით წარმოდგენილი ეს რეტროსპექტივა საშუალებას იძლევა თვალი გადავავლოთ ახალი ტალღის ამ ემბლემატური ფიგურის ფილმოგრაფიას. რეტროსპექტივა გაიხსნება ფილმის "ბედნიერება" ჩვენებით, რომელსაც მოყვება დისკუსია თემაზე “ქალები კინოში” გარშემო, კინოხელოვან ლანა ღოღობერიძესთან ერთად. შემდეგ კი, გაგრძელდება ლანა ღოღობერიძის ფილმის "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" ჩვენებით.


ანიეს ვარდასადმი მიძღვნილი რეტროსპექტივა საშუალებას მოგვცემს თვალი გადავავლოთ ვარდას შემოქმედებაში წინა პლანზე წამოწეულ, ისევ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ქალთა უფლებები, მათზე ძალადობა და საკუთარი სხეულისადმი მათი დამოკიდებულება.


 აღნიშნულ კონტექსტში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, კინოთეატრ ამირანში ფილმების "პასუხობენ ქალები" და "ვიღაც მღერის, სხვა კი არა" ჩვენების წინ, 9 დეკემბერს, 16 საათზე, კინოს სახლში აწყობენ დისკუსიას მრგვალი მაგიდის გარშემო. მასში მონაწილეობას მიიღებენ : ბ-ნი დიეგო კოლასი - საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქ-ნი კაორი იშიკავა - ორგანიზაციის „UNWomen“ რეზიდენტი კოორდინატორი საქართველოში, ქ-ნი ბაია პატარაია - არასამთავრობო ორგანიზაციის „საფარი“ დირექტორი, ქ-ნი ანა თვარაძე - არასამთავრობო ორგანიზაციიდან „ჰერა XXI“ და ქ-ნი ტატიანა კონონენკო - რეჟისორი და ამ რეტროსპექტივის ორგანიზატორი.


აღნიშნული მრგვალი მაგიდა საშუალებას მოგვცემს ხელახლა გამოვხატოთ ქალთა უფლებებისადმი საფრანგეთის ერთგულება და მხარდაჭერა და შეგახსენოთ საფრანგეთის დამოკიდებულება აბორტთან, ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან და სექსუალურ თავისუფლებასთან, სქესობრივ დისკრიმინაციასა და ძალადობასთან დაკავშირებით.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, ტრადიციულად, მნიშვნელოვან ადგილს უთმობს ფრანგულ კინოს, ფრანგული წარმოების ფილმების ჩვენებით, რომელთა შორისაცაა ფრანსუა ოზონის "ყველაფერი კარგად დასრულდა". ამასთანავე, კინოკონკურსის შესარჩევ ჟიურის მონაწილე ფრანგ ხელოვანებს შორის წარმოდგენილია კრისტიან ფეიგელსონი, სოციოლოგი, ახალი-სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ აჯანყებები კინოში : წინააღმდეგობის ხაზები“.


საფრანგეთი, რომელმაც შეძლო შეენარჩუნებინა საერთაშორისო დონის კინოინდუსტრია, ამ სფეროში თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარებისთვის მხარში უდგას დიდი კინემატოგრაფიული ტრადიციის მქონე საქართველოს.


რეტროსპექტივის პროგრამის სანახავად, ეწვიეთ ბმულს : https://rb.gy/jlqhz2

ფესტივალის სრული პროგრამის სანახავად, ეწვიეთ ვებგვერდს : www.tbilisifilmfestival.ge