კალენდარი

ალენ დელონის ფილმების ჩვენება

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის კინოკლუბი, კავკასიის ფრანგულ სკოლასთან თანამშრომლობით, პატივს მიაგებს ფრანგული და მსოფლიო კინოს უდიდეს ფიგურას, ალენ დელონს.

 
« ორნი ქალაქში » - 18 ოქტომბერი, 19სთ00


ციხეში სასჯელის მოხდის შემდეგ ჯინო (ალენ დელონი) ცდილობს საზოგადოებაში რეინტეგრაციას ყოფილი პოლიციელის (ჟან გაბენი) დახმარებით. თუმცა, წარსული მას გასაქანს არ მისცემს, რაც საფრთხეს უქმნის მის ახალ ცხოვრებას.


რეკომენდებული ასაკი - 16 წელი და მეტი


ტრეილერი - https://www.youtube.com/watch?v=lgiSji8Viiw


მისამართი: კავკასიის ფრანგული სკოლა (ჭავჭავაძის გამზირი 76ბ)


ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით.


დასწრება თავისუფალია!