კალენდარი

10 ფრანგული კომპანია, მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ ასეულ შორის

"10 ფრანგული კომპანია, მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ ასეულ შორის"

გისლენ დე მონტალამბერი

Thomson Reuters -ის 2015 წლის რეიტინგში « Top 100 Global Innovators » საფრანგეთი მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ ქვეყნებს (ორგანიზაციების რაოდენობის მიხედვით) შორის მე-3 ადგილს იკავებს. მაშინ, როცა სიტყვა « ინოვაცია » ყველას პირზე აკერია და ყოველმხრივ ისმის დაუნდობელი კრიტიკა ამ სფეროში ფრანგების ჩამორჩენის შესახებ, ეს პერფორმანსი ოპტიმისტურად ჟღერს.

ეს რეიტინგი ეფუძნება პატენტების ხარისხობრივ ანალიზს და არა მხოლოდ მათ რაოდენობას. ინოვაციის სიძლიერე მხოლოდ რაოდენობრივად კი არ განისაზღვრება, არამედ მისი მნიშვნელობითა და გავრცელების ხარისხით. ამგვარად, მხოლოდ რაოდენობრივი თვალსაზრისით, საფრანგეთი მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებდა 2014 წლის რეიტინგში (და მე-2 ადგილს ევროპაში, ევროპული საპატენტო სააგენტოს მიხედვით).

ის ფაქტი, რომ დიდი ფრანგული ინსდუსტრიული ჯგუფები (Arkema, Saint-Gobain, Thales…) ფიგურირებს ამ სიაში, გასაკვირი არ არის. უფრო საინტერესო, უკვე მე-5 წელია, სამეცნიერო კვლევების სამი ფრანგული ორგანიზაციის ამ რეიტინგში ყოფნაა: სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი (CNRS), ნავთობის - ახალი ენერგიების ფრანგული ინსტიტუტი (Ifpen)  და ატომური ენერგიის  სააგენტო (CEA). აღნიშნულ კლასიფიკაციაში მოხვედრა ხაზს უსვავს ამ ორგანიზაციების დაპატენტების შესაძლებლობას რაოდენობრივი თვალსაზრისით, მათ საერთაშორისო ბაზარზე დომინირებასა და გავლენის ხარისხს.

ეს იმის ნიშანიცაა, რომ ამ ინსტიტუციებმა კარგად გაითავისეს შემდეგი კონცეფციების მნიშვნელობა « სამეცნიერო კვლევების პრაქტიკული გამოყენება » და « ტექნოლოგიური ცოდნის გადაცემა ». სტატისტიკისა და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ცენტრის (Insee) ანალიზში (Focus n° 26, avril 2015) ხაზგასმულია, რომ საფრანგეთში « საერთაშორისო ბაზარზე გასული ინოვაციური ორგანიზაციები უფრო ხშირად პარტნიორულ ურთიერთობას ამყარებენ სამეცნიერო კვლევების სახელმწიფო სექტორთან, განსაკუთრებით იმ ინსტიტუციებთან, რომელთაც საერთაშორისო ბაზარზე ინოვაცია ახალი პროდუქტის სახით შეიტანეს ». საფრანგეთში, ინოვაცეიების სფეროში, სამეცნიერო კვლევების სახელმწიფო სექტორსა და კერძო საწარმოებს შორის სულ უფრო მზრდადი თანამშრომლობა ღირებულებათა ჩამოყალიბებას, კონკურენტუნარიანობასა და ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.



ფანი საადა

LE FIGARO MAGAZIN  06-02-2016