კალენდარი

2019-2020 სასკოლო დახმარების პროგრამა კავკასიის ფრანგულ სკოლაში

2019-2020 სასწავლო წლისათვის კავკასიის ფრანგული სკოლა ახორციელებს სასკოლო დახმარების პროგრამას.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მეხუთეკლასელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ფრანგულ ენას და აქვთ სურვილი, მე-6 კლასიდან სასწავლებლად გადმოვიდნენ კავკასიის ფრანგულ სკოლაში.

 

შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. განაცხადის შეტანა 2019 წლის 25 აპრილამდე.
  2. წერილობითი ტესტები ფრანგულ ენაში, მათემატიკასა და ისტორია-გეოგრაფიაში 2019 წლის მაისში.
  3. გასაუბრება 2019 წლის ივნისში.

 

წერილობითი ტესტები და გასაუბრება ჩატარდება ფრანგულ ენაზე.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 აპრილი.

 

კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში საუკეთესო კანდიდატს სკოლის დასრულებამდე მიენიჭება 30-დან 70%-მდე შეღავათი სწავლის ქირაზე, ტესტირების შედეგებისა და მშობლების შემოსავლებიდან გამომდინარე.

 

სააპლიკაციო პროცესში მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული აპლიკაცია, დაბადების მოწმობის ასლი, მიმდინარე და წინა სასწავლო წლის ნიშნების ფურცელი და მშობლების სახელფასო ცნობები.

 

აპლიკაციების მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისათვის

გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ჭავჭავაძის გამზ. 76 - 0162 - თბილისი

 (995 32) 29 47 72 - secretariat@efc.ge