მსოფლიო კინოს დახმარების ფონდი

ეროვნულ კინო ცენტრთან თანამშრომლობით, ფრანგული ინსტიტუტი მონიტორინგს უწევს მსოფლიო კინოს მხარდაჭერის პროგრამას. მსოფლიო კინოს მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს კინოთეატრებში პირველი ექსპლუატაციისთვის განკუთვნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული, ანიმაციური ან დოკუმენტური ნამუშევრებისთვის  შერჩევითი დახმარების გაწევას.

დახმარება გაიცემა ფილმის გადაღების დაწყებამდე (დახმარება გადაღებისთვის). პროექტებმა, რომლებიც არ შეირჩა გადასაღები დახმარების მისაღებად, შეიძლება დამატებითი დაფინანსება მოიპოვონ ფილმის გადაღების დასრულებისთვის (დახმარება ფილმის დასრულებისთვის).

მსოფლიო კინოს დახმარების პროგრამა, ყველა დამწყებ რეჟისორს აძლევს დებიუტის უნიკალურ  შესაძლებლობას. მისი მიზანს წარმოადგენს, კულტურული მრავალფეროვნების პოპურალიზაციისთვის,  ერთობლივი ნამუშევრების წარმოება მთელი მსოფლიოს კინორეჟისორებისა და პროფესიონალების თანამშრომლობა გახადოს უფრო ღია, ხელმისაწვდომი და მარტივი.


დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ პროგრამის ვებგვერდს: www.cnc.fr