ტკივილი (2018)

ემანუელ ფინკიელის ფილმი


მთავარ როლებში: მელანი ტირი, ბენუა მაჟიმელი, ბენჟამენ ბიოლე


ქართული სუბტიტრებით


16 იანვარი 2019 / 20:00 სთ

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე ოთხშაბათს.

მისამართი: დავით აღმაშენებელის გამზ., 40



შინაარსი:

1944 წლის ივნისი. საფრანგეთი ისევ ოკუპირებულია გერმანიის მიერ. წინააღმდეგობის მოძრაობის მნიშვნელოვანი ფიგურა, მწერალი რობერ ანტელმი დააკავეს და გადაასახლეს. მისი ახალგაზრდა მეუღლე მარგერიტი, ისიც მწერალი და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, ძალიან განიცდის, რომ მეუღლისგან არაფერი ისმის. ის გესტაპოს ფრანგ აგენტს, რაბიეს ხვდება, მზადაა ყველაფრი გაიღოს საკუთარი მეუღლის მოსაძებნად და ამ შფოთიან მამაკაცთან, რომელიც ერთადერთია ვისაც მისი დახმარება ძალუძა, ორაზროვან ურთიერთობას იწყებს.  ომის დასრულდა. საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრები ბრუნდებიან. პარიზის გათავისუფლების ქაოსის ფონზე მარგერიტისთვის იწყება აუტანელი ლოდინის ნელი და ჩუმი აგონია. ფილმი გადაღებულია მარგერიტ დურასის 1985 წელს გამოცემული რომანის « ტკივილი » მიხედვით.

მსახიობ მელანი ტიერის გადაეცა პრიზი ოქროს სვანი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის და ემანუელ ფინკელს სენ ბრის გონზაგის პრიზი ლიტერატურული ნაწარმოების საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.



ფილმის ანონსი


ამობეჭდეთ ელ. ბილეთი

E-BILLETS

ტკივილი (2018)

ემანუელ ფინკიელის ფილმი


მთავარ როლებში: მელანი ტირი, ბენუა მაჟიმელი, ბენჟამენ ბიოლე


ქართული სუბტიტრებით
16 იანვარი 2019 / 08:00 PM

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე ოთხშაბათს.

მისამართი: დავით აღმაშენებელის გამზ., 40