"პოლეტი" 2013
ჟერომ ენრიკოს ფილმი
მონაწილეობენ: ბერნადეტ ლაფონი, კარმენ მორა, დომინიკ ლავანანი.
ქართული სუბტიტრებით
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათს.
მისამართი: დავით აღმაშენებელის გამზ., 40
შინაარსი:
პოლეტი პარიზის გარეუბნის კორპუსში მარტო ცხოვრობს. თავისი მწირი პენსიით წლივს ართმევს თავს ყოველთვიურ ხარჯებს. ერთ საღამოს ის უცნაურ ვაჭრობას შეესწრება კორპუსის ძირში. პოლეტი ამაში ბედისწერის ნიშანს დაინახავს. ის გადაწყვეტს კანაფით ვაჭრობას მიჰყოს ხელი. ვითომ რატომ არ შეიძლება რომ ეს მან აკეთოს? პოლეტი ადრე მეფუნთუშე იყო. ვაჭრობისა და კულინარიის ნიჭი თავის ახალ საქმიანობაში ორიგინალური გამოსავლის პოვნაში ძალიან ეხმარება. მაგრამ დილერი უცებ ვერ გახდები! კომედია რეალურ ფაქტებზეა აგებული, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ფილმის თემა ეხება მესამე ასაკის ადამიანებს, რომლებიც, საზოგადოებისგან გარიყულნი, ნარკოტიკებით ვაჭრობას იწყებენ, რომ თავი გადაირჩინონ.
ამობეჭდეთ ელ. ბილეთი
E-BILLETS
"პოლეტი" 2013
ჟერომ ენრიკოს ფილმი
მონაწილეობენ: ბერნადეტ ლაფონი, კარმენ მორა, დომინიკ ლავანანი.
ქართული სუბტიტრებით
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათს.
მისამართი: დავით აღმაშენებელის გამზ., 40
ნება მომეცით მივესალმო ფრანგული ტკბილეულის, des fondants au chocolat, meringues, éclairs, sablés et madeleines-ის გამომგონებლებს, მათ ვინც ჩვენს ყოველდღიურ ყოფას ცოტა ფანტაზია და სიხარული შემატეს. პოლეტის სცენარისტებიც ამ კატეგორიის გამომგონებლებს მიეკუთვნებიან. ისინი ტანგოს სასიამოვნო ჰანგზე ჩაგვღიღინებენ : « ცხოვრება მართლაც ძალიან ძნელია ! მაშ ვიპოვოთ გამოსავალი, რათა ის უფრო მხიარული გავხადოთ ! »
პარიზის გარეუბნის კორპუსების დეკორაციაში, პენსიაზე გასული მეფუნთუშე პოლეტი ყოველთვიური 600 ევროს მინიმალური შემოსავლით თავის გატანას ცდილობს. ერთ საღამოს, ნაგვის გადასაყრელად გასული ნარკოტიკების მნიშვნელოვანი პარტიის გაყიდვის მოწმე ხდება. ცხოვრების შესაცვლელად, პოლეტი გადაწყვეტს საკუთარი სამსახური შესთავაზოს ნარკოდილერების შეფს. ძალიან მალე, მიწისქვეშა გადასასვლელები, პოლიციის კომისარიატი, სამზარეულო, მეტროს კიბეები და თვით წირვა ეკლესიაში მარიხუანის ფერებს იძენს ! მალე პოლეტი მეტსახელით « Mam’ la Défonce », მღვდელს აღსარებას აძლევს, თუმცა არც მთლად ისეთს, როგორსაც ველოდით : « მამაო ბატისტ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიცვლები. ჩემს ასაკში ეს მაშინებს. მე, ვისაც არავინ მიყვარდა, ვისაც ყველაზე მეტად მეზიზღებოდა ყვითელკანიანები, შავკანიანები... ვიეტნამური საჭმელი ვჭამე და მომეწონა, დავუახლოვდი ერთ პატარა ჩრდილოაფრიკელს, შევურიგდი ჩემს პატარა აფრიკელს და ჩემს მეზობელსაც კი ! »
რეჟისურა ამ თავგადასავლებით სავსე კომედიის სამსახურშია. ვბრაზდებით კოლეტზე, სიმპათიებით ვიმსჭვალებით მისი პოლიციელი სიძისადმი, ვდარდობთ მის გადაღლილ ქალიშვილზე, გვიყვარდება მისი შვილიშვილი. მაგრამ, რაც მთავარია, ბევრს ვიცინით : ლიფტში, წინკარში, სამზარეულოში, დილერ ბატონ ვიტოსთან, იაპონურ რესტორანში, მაფიის შეფის მანქანაში...
მეტყვით, რომ ვაჭარბებ მარიხუანას რეკლამირებაში? გიპასუხებთ, რომ არა, მე მარიხუანას კი არ ვუწევ რეკლამას, არამედ მინდა წავახალისო ისეთი ადამინები, როგორებიც არიან ლორი ობანე, ბიანკა ოლსენი, სირილ რამბური (სცენარისტები), ჟერომ ენრიკო (სცენარისტი, დიალოგების ავტორი და რეჟისორი), მიშელ ოშოვიაკი (კომპოზიტორი)... რომლებიც ჩვენი ცხოვრების გასახალისებლად გამოსავალს ეძებენ !