"ღმერთო, რა დაგიშავეთ ?" 2014

ფილიპ დე შოვრონის ფილმი


კრისტიან კლავიე, შანტალ ლობი


ქართული სუბტიტრებით


16 დეკემბერი 2015 / 20:00 სთ

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათს.

დავით აღმაშენებელის გამზ., 40



შინაარსი:

პროვინციალი კათოლიკეების დიდი ბურჟუაზიული ოჯახის მემკვიდრე კლოდ და მარი ვერნეის მშობლები უფრო « ძველი საფრანგეთის » წარმომადგენლები არიან, მაგრამ ისინი ყოველთვის იძულებულნი არიან მუდამ ამტკიცონ გარე სამყაროსადმი საკუთარი გახსნილობა... მიუხედავად ამისა, მათ ძალიან გაუჭირდათ ამ როლის თამაში, როცა მათი პირველი ქალიშვილი მუსულმანს, მეორე ებრაელს და მესამე კი ჩინელს გაყვა ცოლად. მათი იმედი, რომ ქალიშვილებიდან ერთერთი მაინც ეკლესიაში დაიწერს ჯვარს, ყველაზე უმცროსს უკავშირდება და, ალილუია, ეს უკანასკნელი ნამდვილ კათოლიკეს ხვდება...



ფილმის ანონსი


ამობეჭდეთ ელ. ბილეთი

E-BILLETS

"ღმერთო, რა დაგიშავეთ ?" 2014

ფილიპ დე შოვრონის ფილმი


კრისტიან კლავიე, შანტალ ლობი


ქართული სუბტიტრებით
16 დეკემბერი 2015 / 08:00 PM

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათს.

დავით აღმაშენებელის გამზ., 40

ფილმის რეცენზია:


აქ კარგი კომედიის ყველა ინგრედიენტია თავმოყრილი.
განსაკუთრებული სცენარი, სადაც ოთხი ერთმანეთისგან ძალზედ განსხვავებული,   არაბული, ებრაული, ჩინური და აფრიკული კულტურა ფრანგულ ტრადიციულ კათოლიკურ ოჯახს უკავშირდება.
ეს დინამიური ფილმი მაყურებელს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. დაახლოებით სამწუთიანი ინტერვალებით იქმნება ახალი კომიკური სიტუაციაები  და ყოველი ახალი რეპლიკა მაყურებელში სიცილს იწვევს ისე, რომ თავის შეკავება შეუძლებელია.

სიდედრ-სიმამრის როლებს ასრულებენ განსაკუთრებული მსახიობები, რომელთაც მთელი საფრანგეთი აცინეს მათ მიერ ნათამაშები  სხვადასხვა წარმოდგენების, თეატრალური პიესებისა თუ ფილმების საშუალებით. უნდა ავღნიშნოთ, რომ მიუხედავად წარმომავლობისა, ამ ტრადიციული ფრანგული ოჯახის ყველა სიძე ფრანგულად უაქცენტოდ მეტყველებს. ისინი ეროვნულ ჰიმნსა და საშობაო სიმღერასაც კი მღერიან, რაც მათ სიმამრს სიამაყითა და სიხარულით აღავსებს.
ამ კულტურების ერთ ოჯახში გაერთიანებით, რეჟისორი გვიწვევს და დროგამოშვებით აღვიძებს ჩვენში მივიწყებულ შოვინიზმს. კულტურული კონფლიქტები და კომიკური სიტუაციები განსაკუთრებით არ აკლია დიდ ოჯახურ თავშეყრას შობის დღესასწაულებზე. მაგალითად, სიდედრ-სიმამრის სახლის ბაღში გამოჩნდება წვრილთვალება, თავზე კიპამორგებული და შავწვერა თოვლის პაპა. და, საათნახევრის განმავლობაში ჩვენი გრძნობები მერყეობს ერთის მხრივ პატრიოტიზმსა და ტრადიციების ერთგულებასა და, მეორეს მხრივ, საკუთარი ცრურწმენების გადაფასებას შორის.

სიცილ-სიცილში, ეს ძალიან კარგი კომედია იმ ახალ რეალობაზე სვამს კითხვებს, რომელის წინაშეც ფრანგული საზოგადოება აღმოჩნდა. ოდნავ ირონიული და ოპტიმიზმით სავსე, ფილმი საფრანგეთის მიერ უცხოური კულტურების წარმატებულ ასიმილაციას აღგვიწერს.

თამარ გოზიტაშვილი, კინოკრიტიკოსი