"ანონიმი რომანტიკოსები" 2011

ჟან-პიერ ამერის ფილმი


ბენუა პელვურდი, იზაბელ კარე


ქართული სუბ-ტიტრებით


11 ნოემბერი 2015 / 20:00 სთ

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათს.

დავით აღმაშენებელის გამზ., 40



შინაარსი:

ჟან რენე არის შოკოლადის ქარხნის პატრონი, და ანჟელიკა კიდევ, ნიჭიერი შოკოლადის მწარმოებელი. ისინი ორივე ძალიან ემოციურები არიან. მათ ეს ერთობლივი გატაცება დაახლოვებს და ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ ამის აღიარებას ვერც ერთი ვერ ბედავს. სამწუხაროდ, ეს დიდი თავშეკავება მათ ერთმანეთს დააშორებს.
მაგრამ ისინი გაუმკლავდებიან თავიანთ თავში დაუჯერებლობას რაც მათი გრძნობების გამოვლენას შესაძლებელს გახდის.



ფილმის ანონსი


ამობეჭდეთ ელ. ბილეთი

E-BILLETS

"ანონიმი რომანტიკოსები" 2011

ჟან-პიერ ამერის ფილმი


ბენუა პელვურდი, იზაბელ კარე


ქართული სუბ-ტიტრებით
11 ნოემბერი 2015 / 08:00 PM

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათს.

დავით აღმაშენებელის გამზ., 40

ფილმის რეცენზია:


გაგისინჯიათ საუკეთესო შოკოლადი? გახსოვთ მაშინ ნაგრძნობი ის სასიამოვნო ემოცია? აი ფილმი, რომელიც მას მოგაგონებთ. და უფრო მეტიც.

საათნახევრის განმავლობაში, ფილმის მეშვეობით ვაგემოვნებთ სხვადასხვა კინემატოგრაფიულ ჟანრს ისე როგორც დავაგემოვნებდით სხვადასხვა შოკოლადს. ზღაპარი, თეთრი  შოკოლადისთვის : დასაწყისიდანვე ვიოლინოები, ალეგრეტო მაჟორულ ტონალობაში,  არფები და ქალის მხიარული  ხმა  ბავშვობის უდარდელობაში გვაბრუნებს. კომედია, პისტაშიანი შოკოლადისთვის : სასაცილო სიტუაციების და ხუმრობების მეშვეობით ვეცნობით ანჟელიკას პერსონაჟს, შოკოლადების შემქმნელს.  ფსიქოლოგიური  დრამა,  მწარე შოკოლადისთვის : ვუთანაგრძნობთ ამ ლამაზ მეშოკოლადეს, რომელსაც  ეშინია, რომ  სხვა განკითხვის,  აკლია  თავდაჯერებულობა  და მუდამ  გული მისდის.  შემდეგ, ახალი პერსონაჟი შემოდის სცენაზე. ის შოკოლადის ფაბრიკის დირექტორია,  მეტად ემოციური, ძალიან დარდიანი და, მალე, ყურებამდე შეყვარებული. განაშიანი შოკოლადი მუსიკალური კომედიისთვის : ანჟელიკა და ჟან-რენე ხანდახან თავიანთ საყვარელ მელოდიას ღიღინებენ დ ცეკვის ილეთების აკომპანიმენტით.  რომანტიკული კომედია  წიწაკიანი შოკოლადისთვის : პირველი შეხედვის ელდა, გულის ფანცქალი, ყოყმანი, სიყვარულის ახსნა... ყველაზე მშვენიერი გრძნობა საბოლოოდ იპყრობს ჩვენს ანონიმ რომანტიკოსებს.

განვაგრძოთ!  მსახიობები აქ შოკოლადის ხის ნაყოფებს გვანან. იზაბელ კარე და ბენუა პულევორდი, საფრანგეთში და ბელგიაში ცნობილები მათი დიდი სამსახიობო ნიჭით, გადმოგვცემენ უამრავ გრძნობებს ზუსტი მიმიკებით, ჟესტიკულაციით და ხმის ინტონაციით. მათი სიხარული, ნერვიულობა, ბრაზი, შიში, სასიყვარულო  განცდები გვახსენებს იმ გრძნობების მრავალფეროვნებას,  რომლებსაც განვიცდით  სხვადასხვა შოკოლადის დეგუსტაციის დროს. სხვათაშორის, აქვე ვაცნობიერებთ, რომ კარგი შოკოლადის შექმნა ისეთივე ურთულეს ტექნიკას მოითხოვს, როგორიც ფილმის გადაღების პროცესია :  საჭირო ტემპერატურაზე რეაგირება, სამზარეულო  იარაღებით მანიპულირება, გასინჯვა და ინგრიდიენტების შეცვლა ან დამატება. ეს  ხანგრძლივი შრომაა,  ცხოვრების მცირე ნაწილის დათმობასაც მოითხოვს და არა მხოლოდ. ათასი სურნელის, ისევე როგორც პერსონაჟების გრძნობების გადმოცემით, საქმეში კრეატორები საკუთარი სულის ნაწილს აქსოვენ.  და დგება ის სანერვიულო მომენტი, როდესაც მაყურებელმა თუ ჟიურიმ საკუთარი ვერდიქტი უნდა გამოიტანოს.  ჟანპიერ ამერისი, შოკოლადის კრეატორი,  ეჭვიანად აკვირდება შოკოლადის მოყვარული მაყურებლის სახის ყოველ ნაოჭს, ყოველ ამოსუნთქვას და ხმის ტონის ყოველ ცვლილებას.

და, განა თვითონ არ ხართ ეს ანონიმი რომანტიკოსები, თეთრი ეკრანის წინ კინოთეატრის ჩაბნელებულ  დარბაზში მოკალათებულნი, საკუთარი სურვილით რომ ეფლობით იმ მრავალფეროვან გრძნობების პალიტრაში, რომელსაც კინო გთავაზობთ ?

თამარ გოზიტაშვილი, კინოკრიტიკოსი.