ეს მხოლოდ სამყაროს დასასრულია (2016)

გზავიე დოლანის ფილმი


მთავარ როლებში: ნატალი ბეი, ვენსან კასელი, მარიონ კოტიარი, ლეა სეიდუ, გასპარ ულიელი


ქართული სუბტიტრებით


27 სექტემბერი 2017 / 20:00 სთ

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეოთხე ოთხშაბათს.

მისამართი: დავით აღმაშენებელის გამზ., 40



შინაარსი:

ლუი, პროფესიით მწერალი, თორმეტწლიანი პაუზის შემდებ პირველად უბრუნდება თავის ოჯახს მშობლიურ სოფელში, რათა მათ მოახლოებული საკუთარი სიკვდილის შესახებ შეატყობინოს. შეხვედრა მოგონებებს აღვიძებს და ასევე ოჯახის წევრებს შორის დაძაბულობასაც აღვივებს.

ეს მხოლოდ სამყაროს დასასრულია გზავიე დოლანის ფრანგულ-კანადური წარმოების ფილმია, რომელიც ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა. ფილმი გადაღებულია ჟან-ლუკ ლაგარსის 1990 წელს დაწერილი იგივე სახელწოდების პიესის მიხედვით. 2016 წელს ფილმმა მიიღო კანის ფესტივალის მთავარი პრიზი, შემდეგ კი ფრანგული კინო პრემია ცეზარი 2017 წელს, შემდეგ კატეგორიებში : საუკეთესო რეჟისურა, ინტერპრეტაცია და მონტაჟი.



ფილმის ანონსი


ამობეჭდეთ ელ. ბილეთი

E-BILLETS

ეს მხოლოდ სამყაროს დასასრულია (2016)

გზავიე დოლანის ფილმი


მთავარ როლებში: ნატალი ბეი, ვენსან კასელი, მარიონ კოტიარი, ლეა სეიდუ, გასპარ ულიელი


ქართული სუბტიტრებით
27 სექტემბერი 2017 / 08:00 PM

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეოთხე ოთხშაბათს.

მისამართი: დავით აღმაშენებელის გამზ., 40

ფილმის რეცენზია:


ამ რვაჯერ დაჯილდოვებულ ფილმში, გზავიე დოლანი აცოცხლებს კინოთეატრის ინერტულ ეკრანს,  მეტისმეტად მოკლე ოჯახური შეხვედრის სცენებით ისევე, როგორც მხატვარი – თეთრ ტილოზე საკუთარი მრავალფეროვანი ემოციების გადატანისას. ნელ-ნელა, პერსონაჟების ლურჯი ფერები განსხვავებულ შეგრძნებებთან ასოცირდება: მონაცრისფრო – მოკრძალება და სიმტკიცე, ზურმუხტოვანი –  სიალალე და კეთილგანწყობა, იასამნისფერი – შემრიგებლობა და ყოყმანი, მქრთალი ცისფერი – განსაკუთრებული სიფაქიზე … იმ დრომდე, სანამ ლურჯი ფერი სრულად ტოვებს ყოველ პიქსელს.

ამ სამყაროში შესვლამდე, საკუთარ მოგონებებს ეწვიეთ : თქვენი ცხოვრების განმავლობაში ხომ არ ყოფილა ისეთი ადგილი, რომლის მიტოვებაც ერთ დღეს ისურვეთ ; სივრცე, რომელსაც თავი შეაფარეთ ; სხვა ადგილი, სადაც ძალიან გსურდათ დაბრუნება ; გარემო, რომელიც გიცავდათ ან, პირიქით, სადაც თავს დამწყვდეულად გრძნობდით ? გენიალური ახალგაზრდა რეჟისორი გზავიე დოლანი მოკლე სიტყვითა და მუსიკების საშუალებით უსვავს ხაზს მოგონებებით სავსე განვლილ წარსულს შევყავართ განსაკუთრებული ემოციებით დატვირთულ,  ჩაკეტილ სივრცეებში : ემოციებს, რომლებსაც მალავს ლუი (გასპარ ულიელი), რომლებსაც გულღიად აფრქვევს დედამისი (ნატალი ბეი), რომელთა გაზიარებაც ასე ძალიან უნდა მის დას (ლეა სეიდუ), რომელთაც ნახევარ ფრაზებით უზიარებს მას რძალი (მარიონ კოტიარი) და რომელთაც  ხმამაღლა გამოხატავს მისი უფროსი ძმა (ვენსან კასელი) !

ლუის მსგავსად თითქმის დამუნჯებული მაყურებელიც აქვეა, მის ახლოს და უჩუმრად შეიგრძნობს მის ათასფეროვან კომპლექსურ ემოციებს. რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო? ვინ მოგვისმენს ჩვენ ამ კინოდარბაზში და ვინ გაუგებს მას. ფილმის შუაგულში ის სახლის ერთერთ დახურულ ოთახში, შესცქერის მზისგან განათებულ და მოთეთრო ფარდით დაფარულ ფანჯარას ისევე, როგორც მე შევცქერი, კინოდარბაზის თეთრ, განათებულ ეკრანს. წამის განმავლობაში მეჩვენება, რომ ჩვენი მზერა ერთმანეთს უსწორედება და ერთმანეთს ისე ვუყურებთ, როგორც სარკეში. ის მე მგავს, მე მხოლოდ მისი ანარეკლის მსგავსი ვარ. ორივე ვუყურებთ იმ ფქნჯრისკენ, რომელსაც თითქოს და მივყევართ სანატრელ უცხო ადგილას.

გაქცევა. ლუის გაქცევა უნდა. როგორც ყველა, მასაც სურს დროისა და სივრცის ჩარჩოდან თავის დაღწევა. თუმცა, ალბათ სიკვდილის გარდამ, რა იცის, ვერაფერი შეძლებს მის გათავისუფლებას. ამას გზავიე დოლანი დიდი დელიკატურობით აღგვიწერს იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას ძალადობრივი რეალობა აძლევს.

თამარ რუხაძე გოზიტაშვილი, კინო კრიტიკოსი

თარგმნა ღამაზ ბეგლარიშვილი