კალენდარი
ზამთრის კინოჩვენებები
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის კინოკლუბი ზამთრის კინოჩვენებების სერიით ბრუნდება, რომელიც თებერვლის ყოველ ხუთშაბათს, 18:00 საათზე ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში გაიმართება.
თებერვალში კინოკლუბი გთავაზობთ როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე ლიტერატურული ნაწარმოებების კინოადაპტაციებს.
პროგრამაშია:
ხუთშაბათი, 5 თებერვალი,18:00 საათი: „ადოლფი“, ბენუა ჟაკოს ფილმი, 2002 წელი, ბენჟამენ კონსტანის რომანის მიხედვით. ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად.
რეკომენდებული მინიმალური ასაკი: ყველა ასაკისთვის
სინოფისი :
მე-19 საუკუნის დასაწყისი, ადოლფი, უდარდელი ახალგაზრდა მამაკაცი, ცდილობს დაიპყროს მასზე უფროსი ელენორას გული. ქალი ემორჩილება გრძნობებს და ყველაფერს თმობს მისთვის, მაგრამ საბოლოოდ ადოლფის სიყვარული ნელდება.
ჩვენებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მედიათეკის მკითხველებისთვის.
რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/1A4b4b
ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 18:00 საათი: „ეჟენი გრანდე“, მარკ დუგენის ფილმი, 2021, ონორე დე ბალზაკის რომანის მიხედვით. ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად.
რეკომენდებული მინიმალური ასაკი: 12 წელი
სინოფისი :
ფელიქს გრანდე სომურში საკუთარ მოკრძალებულ სახლში, სადაც მისი ცოლი და ქალიშვილი ეჟენი სევდიან და უინტერესო ცხოვრებას ატარებენ, ბატონივით ცხოვრობს. გამორჩეულად ძუნწი გრანდე არ სწყალობს ახალგაზრდებს, რომლებიც ქალიშვილის ხელის სათხოვნელად ერთმანეთს ეცილებიან. არაფერი უნდა დაემუქროს იმ უზარმაზარ ქონებას, რომელსაც იგი ასე გულმოდგინედ მალავს. გრანდეს ძმიშვილის, ობოლი და გაკოტრებული პარიზელი მომხიბვლელი ყმაწვილის ჩამოსვლა ახალგაზრდა გოგონას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. ეჟენის სიყვარული და გულუხვობა ბიძაშვილის მიმართ, ფელიქს გრანდეს უსაზღვრო რისხვას გამოიწვევს. ქალიშვილთან დაპირისპირებისას, იგი როგორც არასდროს, მზად არის გასწიროს ყველაფერი სიმდიდრის სანაცვლოდ, საკუთარი ოჯახიც კი ...
ჩვენებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მედიათეკის მკითხველებისთვის.
რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/1A4b4b
ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 18:00 საათი: „ყოველი დილა ქვეყანაზე“, ალენ კორნოს ფილმი, 1991, პასკალ კინიარის რომანის მიხედვით. ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად.
რეკომენდებული მინიმალური ასაკი: ყველა ასაკისთვის
სინოფისი :
მე-17 საუკუნე, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მკაცრი მუსიკოსი, სენტ-კოლომბი, სამეფო კარის ხიბლიდან შორს, თავის ორ ქალიშვილთან, მადლენთან და ტუანეტთან ერთად, განმარტოებით ცხოვრობს თავის მამულში. ერთ დღეს, ამბიციური ახალგაზრდა კაცი აკაკუნებს მის კარზე და სთხოვს მას მოსწავლედ მიღებას.
ჩვენებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მედიათეკის მკითხველებისთვის.
რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/1A4b4b
ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 18:00 საათი: „უბრალოდ ერთად“, კლოდ ბერის ფილმი, 2007, ანა გავალდას რომანის მიხედვით. ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად.
რეკომენდებული მინიმალური ასაკი: 14 წელი
სინოფისი :
ოთხი სრულიად განსხვავებული ადამიანი: კამილი, მოკრძალებული დიასახლისი, ფილიბერი, თავშეკავებული არისტოკრატი, ფრანკი, უხეში მზარეული და მისი ბებია პარიზში, ერთ ჭერქვეშ იწყებს ცხოვრებას. ისინი ერთმანეთის დახმარებით სწავლობენ პრობლემებთან გამკლავებას და მეგობრობაში პოულობენ ძალასა და მხარდაჭერას.
ჩვენებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მედიათეკის მკითხველებისთვის.
რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/1A4b4b
თუ არ ხართ მედიათეკის მკითხველი, ჩაწერისისთვის აუცილებელ დეტალებს გაეცანით ბმულზე : https://institutfrancais.ge/ka/page/chawera-mediatekashi-/
შემოგვიერთდით კინოსადმი მიძღვნილ ზამთრის საღამოებზე!
მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.