კალენდარი
’’ზაფხულის მოკლე ღამე...’’ - წიგნის პრეზენტაცია
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
გიწვევთ ონლაინ შეხვედრაზე
ირინე ტატიშვილი
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,
ასირიოლოგიის კათედრის გამგე
წარმოგიდგენთ ნაშრომს
"ზაფხულის მოკლე ღამე. ძველაღმოსავლური ლოცვები და ჰიმნები’’
რომელიც ილუსტრირებულია მარკ შაგალის (1887-1985) ნახატებით
სამშაბათს, 2022 წლის 18 იანვარს 17სთ00წთ-ზე
შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე
ზუმის ბმული:
https://us02web.zoom.us/j/88523857013
კრებული ’’ზაფხულის მოკლე ღამე. ძველაღმოსავლური ლოცვები და ჰიმნები’’ გამოსცა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. იდეის ავტორები არიან ქალბატონები ირინე ტატიშვილი და ნინო სამსონია. ნაშრომის მთავარი რედაქტორია - ქალბატონი ნინო ხუნდაძე.
წიგნში თავმოყრილია ქართულად თარგმნილი ძველაღმოსავლური - შუმერული, აქადური, ხეთური - რელიგიური და ლიტერატურული ტექსტები: ლოცვები და საგალობლები.
ამ ახლოაღმოსავლურ სამყაროში მოგზაურობას თან ახლავს მარკ შაგალის ბიბლიის ილუსტრაციები, დიდი ფრანგი მხატვრის სიტყვებით ’’სიზმრისეული ბიბლიის’’. ის კულტურული სამყარო, რომელსაც იგი ეძღვნება, ზღაპრული, იდუმალი და მომაჯადოებელია.