კალენდარი

ხმოვანი მოგზაურობა

ემილი ბეფარა და ზოე პერე, პროექტის-"Cartographies humaines" ავტორები საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით გიწვევთ თბილისში ხმოვან მოგზაურობაზე.

ამ უჩვეულო მარშრუტის დროს თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა ადგილს ბგერებისა და მათი ისტორიის საშუალებით. ყურსასმენებში მოსმენილი მრავალხმიანი სიმღერები ისეთ ადგილებზე მოგვიყვებიან, როგორებიცაა ანჩისხატის ტაძარი, წმინდა გიორგის სახელობის სომხური ტაძარი, ორბელიანის გოგირდის აბანო, ჯუმას მეჩეთი და დიდი სინაგოგა.

მიჰყევით ხმებს, რომლებიც თქვენთვის შექმნეს ხელოვანებმა.

შეხვედრის დრო და ადგილი : 5 ივნისი, 19 სთ, ფრანგული ინსტიტუტის წინ.

არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა! არ დაგავიწყდეთ ყურსასმენები და ინტერნეტთან დაკავშირებული თქვენი სმარტფონი.

ენა : ქართული

მონაწილეობა თავისუფალია! წინასწარი რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/4PYCPWXBQNV4KT4y8