კალენდარი

ვორკშოპი Climate Fresk

გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება? გაინტერესებთ გაიგოთ გამომწვევი მიზეზები, შედეგები და არსებულ პრობლემათა გადაჭრის გზები? მაშინ ეს ვორკშოპი კლიმატის ცვლილების შესახებ, რომელსაც ორი ფრანკოფონი ექსპერტი ჩაატარებს, თქვენს მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა გაერთიანდეთ ინტერაქტიური ვორკშოპის გარშემო და სახალისო სავარჯიშოებით შეიძინოთ ახალი უნარები.

თარიღი: ხუთშაბათი, 13 ივნისი

დრო : 18:30-დან 21:30-მდე

ენა: ინგლისური, (შესაძლებელია ფრანგული თარგმანი)

მდებარეობა: Impact Hub Tbilisi, ეგნატე ნინოშვილის 8

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/jREMV