კალენდარი

ვლადიმირ სტუპელი საქართველოში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გიწვევთ საერთაშორისოდ აღიარებული ფრანგი პიანისტის, ვლადიმირ სტუპელის გამორჩეულ კონცერტ-კონფერენციაზე „მორალი მუსიკაში“. კლასიკური მუსიკისა და ფილოსოფიის ეს გაერთიანება ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს ეძღვნება.


ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი, ვლადიმირ სტუპელი შეასრულებს რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის და პოლ დუკასის ნაწარმოებებს. მისთვის დამახასიათებელი ვნებიანი შესრულებით, სტუპელი მუსიკალური პრიზმის მეშვეობით, საზოგადოებას ჰეგელის სამყაროში უპრეცედენტო მოგზაურობას სთავაზობს. 


თარიღი: ხუთშაბათი, 3 ოქტომბერი


დრო :  20:00 სთ.


ენა: კონფერენცია ჩატარდება გერმანულ ენაზე, ინგლისური თარგმანით


მდებარეობა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მერაბ კოსტავას ქ. 77, მე-3 სართული.


სრული ინფორმაცია: https://hegel-kongress.gtu.ge/en