კალენდარი

’’ვიკითხოთ წიგნი’’
2025 წლის ფესტივალის, ’’ვიკითხოთ წიგნი’’, ფარგლებში ,14 ივნისს, შაბათს, 14 სთ-იდან 15 სთ-მდე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში ბავშვებისთვის გაიმართება შემოქმედებითი სახელოსნო თემაზე „ცხოველთა სამყარო და ჩვენ“.
აქტივობის მიზანია: ახალგაზრდებისთვის მედიათეკის მდიდარი ფონდის გაცნობა და იმის გაგება, თუ როგორ მოგვითხრობს ლიტერატურა ჩვენს დამოკიდებულებას ცხოველთა სამყაროსთან.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებისთვის ფრანგულ ენაზე წაკითხული იქნება საგანგებოდ ფესტივალისთვის დაწერილი მოთხრობა, რის შემდეგაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ დღის მთავარ თემაზე და ჩაერთონ შემოქმედებით აქტივობებში.
მობრძანდით და ჩვენთან ერთად გაიზიარეთ სახალისო ემოციები!
მისამართი : საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, გუდიაშვილის ქ.