კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2024-06-28 14 სთ

ვიკითხოთ წიგნი

28 ივნისს, ოთხშაბათს, გიწვევთ თქვენს შვილებთან ერთად საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში, შემოქმედებით სახელოსნოზე წიგნის და კითხვის ირგვლივ! 2024 წლის ფესტივალის,  ’’ვიკითხოთ წიგნი’’, ფარგლებში შემოგთავაზებთ არაჩვეულებრივ აქტივობებს სპორტის თემაზე, რომელიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებს ეხმიანება.

ფრანგულ ენაზე საინტერესო საკითხავის მოსმენის შემდეგ, მონაწილეები გაეცნობიან კალიგრამების შექმნის ხელოვნებას და აპოლინერის დარად თავად შეძლებენ შექმნან ნახატი ლექსები, კალიგრამები სპორტის თემაზე!

მობრძანდით და ჩვენთან ერთად გაიზიარეთ სახალისო ემოციები! 

მისამართი : საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, გუდიაშვილის ქ. 7

ასაკი : 6-დან 8 წლამდე