კალენდარი

ვერა ფაღავას გამოფენა "მდუმარე ქალაქები"

 
TBC ბანკთან და ვერა ფაღავას კულტურულ ასოციაციასთან (AC/VP) პარტნიორობით მოხარულები ვართ მოგიწვიოთ წარმოშობით ქართველი ფრანგი მხატვრის, ვერა ფაღავას (1907-1988), ნამუშევრების გამოფენის "მდუმარე ქალაქები" გახსნაზე.

გამოფენაზე "მდუმარე ქალაქები" წარმოდგენილი იქნება 1950-იანი წლებიდან 1980-იან წლებამდე შესრულებული ნამუშევრები. ვერა ფაღავას შემოქმედებაში ესაა გადამწყვეტი პერიოდი, როდესაც ის თანდათანობით გადადის ფერწერულ ტილოებზე ფორმების აბსტრაჰირებაზე. მისი შემოქმედების მცოდნეები ხშირად ახასიათებდნენ „ქალაქებს“, როგორც „მდუმარე არქიტექტურას“, ამ მოტივს მხატვარი ხშირად უბრუნდებოდა შემდგომ წლებში. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები ფიგურაციას სცილდებოდა, ის ხშირად არქმევდა მათ რეალური ადგილებისა და ქალაქების სახელწოდებებს.
 

გამოფენაზე წარმოდგენილია AC/VP კოლექცია და, ასევე, ნამუშევრები საჯარო და კერძო კოლექციებიდან. ამ ნამუშევართაგან დამთვალიერებელი ბევრს პირველად იხილავს.
შემოგვიერთდით ამ განსაკუთრებულ საღამოზე და (ხელახლა)აღმოაჩინეთ ვერა ფაღავას უნიკალური ნამუშევრები.

გამოფენა 2024 წლის 30 მარტამდე გრძელდება.