კალენდარი
ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების მე-60 ბიენალე
წელს, ბიენალეზე ქართულ პავილიონს კურატორები - ჟულია მარშანი და დათო კოროშინაძე წარადგენენ, რომლის ფარგლებშიც ქართველი საზოგადო მოღვაწის, პოეტისა და მხატვრის - ილია ზდანევიჩისა (ილიაზდის) და გერმანელი ასტრონომის - ვილჰელმ ერნსტ ტემპელის ისტორია გაცოცხლდება.
ხელოვნების ისტორიული პავილიონი - “The Art of Seeing - States of Astronomy” - მე-20 საუკუნის სამ მოღვაწეს ოთხ თანამედროვე ქართველ და ფრანგ ხელოვანთან აკავშირებს. მოიცავს იშვიათ დოკუმენტებს, არქივებს, ხელოვნების ისტორიულ წიგნებს, ვარსკვლავური ტიპოგრაფიით შექმნილ ხელოვნების ნიმუშს -,მაქსიმილიანას’’, რის საკვლევადაც კურატორებმა ვენეციაში, ფლორენციაში, მარსელსა და თბილისში იმოგზაურეს.