კალენდარი

თბილისის ფოტოფესტივალი - ფოტოგრაფიის ღამე 2018
ფოტოგრაფიის ღამის მე-9 გამოცემა გაიმართება ძველი თბილისის ქუჩებში შაბათს, 2018 წლის 15 სექტემბერს, 20 საათიდან შუაღამემდე.
ფოტოგრაფიის ღამე თბილისის ფოტოფესტივალის მთავარი ღონისძიებაა, რომელსაც ყოველწლიურად სულ ცოტა 7000 მაყურებელი სტუმრობს საუკეთესო სურათების დასათვალიერებლად მთელი მსოფლიოდან.
აღნიშნული ღონისძიება პირველად 2010 წელს გაიმართა საფრანგეთში არსებული არლის ყოველწლიური ფოტოფესტივალის ცნობილი ღონისძიების "ფოტოგრაფიის ღამე" მსგავსად.
შაბათს, 15 სექტემბერს, 20 საათიდამ ძველი თბილისის ქუჩებში საპროექციოდ დამონტაჟდება 8 დიდი ეკრანი.
დამატებითი ინფორმაცია: http://www.tbilisiphotofestival.com/en/night-of-photography/