კალენდარი

თბილისის ფოტოფესტივალი 2019-ის მასტერკლასი

ფრანგულ ფოტოგრაფიულ სააგენტოსთან თანამშრომლობის 10 წლისთავზე, თბილისის ფოტოფესტივალი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, იწყებს მასტერკლასების სერიას 2019 წლის 14 და 15 სექტემბერს თბილისში, საქართველო.

თუ თქვენ პროფესიონალი ან მოყვარული ფოტოგრაფი ხართ და გზურთ საგამომცემლო, ხელოვნების ბაზრის მექანიზმების ათვისება ფოტოალბომის გამოსაცემად და სხვა ფოტოგრაფებთან კონტაქტების დასამყარებლად, ეს სახელოსნო თქვენთვისაა!
  
სახელოსნოს გაუძღვება ჟერომ სესინი (სააგენტო მაგნუმის ფოტოგრაფი), ჟეროენ კუმერი (საააგენტოს "კუმერი და ერმანი" თანადამფუძნებელი და მხატვრული დირექტორი), კატარზინა საგატოვსკა (გამოფენების კომისარი, ფოტოგრაფი და კონფერანსიე) და სონია ჟენეტი (სააგენტო მაგნუმ ფოტოს საგანმანათლებლო დირექტორი და პროდიუსერი).
  
აღნიშნული სახელოსნო გთავაზობთ:

- საკუთარი სპეციფიური კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ინდუსტრიის პროფესიონალების პრაქტიკულ რჩევებსა და ლექციას
- ჯგუფური პორტფელის განხილვა, პროფესიული მუშაობისა და განვითარების შესახებ რჩევების ჩათვლით
- პროფესიულ ქსელში ჩართვის საშუალება მაგნუმის თანამშრომლებთან და ინდუსტრიის ექსპერტებთან
- თბილისის ფოტოფესტივალის გახსნაში მონაწილეობის მიღება
    

  
სახელოსნო გაიმართება 2019 წლის თბილისის ფოტოფესტივალის გახსნის კვირაში და საშუალებას მოგცემთ მონაწილეობა მიიღოთ ფესტივალის ღონისძიებებში და ისარგებლოთ პროფესიული კონტაქტების დამყარების შესაძლებლობით. და, ბოლოს, აღნიშნული სახელოსნო მონაწილეებს მისცემს უნიკალურ საშუალებას ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე დედაქალაქის თბილისის გასაცნობად, რომელიც ცნობილია საკუთარი საუკუნეობრივი კულტურითა და ლეგენდარული სტუმარმასპინძლობის ტრადიციებით. ქალაქი სარგებლობს რეგიონში ერთ-ერთი მომხიბვლელი და დინამიური ქალაქის რეპუტაციით!
  

დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია:

>>https://www.magnumphotos.com/events/event/magnum-professional-practice-series-with-tbilisi-photo-festival/?fbclid=IwAR2P4kUXkmGhBDBJThf-eXWtQndvTNfw63DRNIqLHK0AnWkZX_1hT9kJX7E


პროექტთან დაკავშრებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, დაუკავშირდით სონია ჟენეტს: sonia.jeunet@magnumphotos.com