კალენდარი

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2025
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი თბილისის ბაროკო ფესტივალთან 2025 პარტნიორობით გიწვევთ ფრანგი გამბისტის, ვალენტინ ტურნეს ორ გამორჩეულ კონცერტზე.
15 ნოემბერი 19:30 სთ - კონცერტი ფრანგული მუსიკალური ფილმის „მსოფლიოს ყველა დილა“ მიხედვით
ვალენტინ ტურნე შეასრულებს მუსიკას კინოფილმიდან „მსოფლიოს ყველა დილა“. პროგრამა მოიცავს მარენ მარეს, სენტ-კოლომბის, ფრანსუა კუპერენის, ჟან ბატისტ ლულის და ფრანგული ბაროკოს სხვა დიდებული შემსრულებლების ნაწარმოებებს.
18 ნოემბერი 19:30 სთ - "ფრანგული ბაროკო" - ვალენტინ ტურნე თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან - „საქართველოს სინფონიეტა“ ერთად
რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზი
მუსიკალური საღამოები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ ბაროკოს მუსიკის მოყვარულებმა.
დაჯავშნეთ ბილეთები ახლავე: https://tkt.ge/event/489888/tbilisis-baroko-festivali-2025