კალენდარი

თბილისის ბალეტის ფესტივალი 2025

24 ივნისიდან 6 ივლისამდე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, ყოველწლიურ ბალეტის ფესტივალს უმასპინძლებს.


ნინო ანანიაშვილის სამხატვრო ხელმძღვანელობით, მაყურებელს საშუალება ექნება ოპერის სცენაზე იხილოს ევროპის წამყვანი საბალეტო დასების მოცეკვავეები და სოლისტები, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან და დანიიდან, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად წარდგებიან.


პროგრამაშია:

• 24 ივნისი – ფესტივალის გახსნა

• 26 ივნისი – ბალეტი „ჟიზელი“

• 28 ივნისი – თანამედროვე ქორეოგრაფიის საღამო

• 1 და 2 ივლისი – ერთმოქმედებიანი ბალეტები

• 4 და 6 ივლისი – ბალეტი „ბაიადერა“


არ გამოტოვოთ ეს მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება!


ბილეთების შეძენა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/bJnzk


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: https://www.facebook.com/StateBalletOfGeorgia