კალენდარი

თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი

 

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გეპატიჟებათ, რომელიც 2025 წლის 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საფრანგეთს „ფრანგული კოლექციის“ (French collection) სახელით წარმოდგენილი სექციით, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:

ჟან-პიერ და ლუკ დარდენების „ახალგაზრდა დედები“, ბელგია / საფრანგეთი, 2025;

6 დეკემბერი – 19სთ - დარბაზი 1, კინოთეატრი ამირანი

სინოფსისი:

ჯესიკა, პერლა, ჟული, არიანი და ნაიმა დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობენ, სადაც მათ ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარებიან. ამბავი ხუთ მოზარდ გოგონაზე, რომლებიც საკუთარი თავისა და შვილებისთვის უკეთეს მომავალს იმედოვნებენ.

რიჩარდ ლინკლეიტერის „ახალი ტალღა“, საფრანგეთი, 2025;

5 დეკემბერი- 19სთ – დარბაზი 1, კინოთეატრი ამირანი

სინოფსისი:

ფილმი ჟან ლუკ გოდარის „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ გადაღების ისტორიას ეძღვნება. რეჟისორი საკულტო ფილმის შექმნის დეტალებს და ატმოსფეროს თავად გოდარის სტილით, სრული სიზუსტით აცოცხლებს.

დომინიკ მოლის „საქმე 137“, საფრანგეთი, 2025 წელი;

5 დეკემბერი 13სთ – დარბაზი 1, კინოთეატრი ამირანი

სინოფსისი:

ფილმში მოთხრობილია ყვითელი ჟილეტების მოძრაობის დროს დაზარალებული დემონსტრანტის საქმე, რომელშიც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება იკვეთება. გენერალური ინსპექციის გამომძიებელი სტეფანისთვის, 137-ე საქმე ერთი რიგითი საქმის შთაბეჭდილებას ტოვებს: დაძაბული აქცია, დაშავებული ახალგაზრდა, დასადგენი გარემოებები. თუმცა მოულოდნელი ფაქტი საქმეს სრულიად ახალ სახეს აძლევს და სტეფანისთვის იგი რიგით ნომერზე გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება.

ტამარა სტეპანიანის „არტოს ქვეყანაში“, საფრანგეთი / სომხეთი 2025;

4 დეკემბერი – 19სთ – დარბაზი 2, კინოთეატრი ამირანი

სინოფსისი:

სელინი სომხეთში თავისი მეუღლის, არტოს, სიკვდილის სამართლებრივი დადასტურებისთვის მიემგზავრება. ადგილზე ის აღმოაჩენს მის დამალულ წარსულს, ომში მონაწილეობას, სხვის სახელს, მეგობრებს, რომლებიც არტოს დეზერტირად მიიჩნევენ. იწყება სელინის მოგზაურობა არტოს ღრმა წარსულში, ვეტერანებსა და დაუსრულებელი ომის აჩრდილებს შორის.

დენი უმარ ფიცაევის „იმაგო“, საფრანგეთი / ბელგია 2025.

2 დეკემბერი – 21სთ – დარბაზი 3, კინოთეატრი ამირანი

5 დეკემბერი 13სთ – დარბაზი 2, კინოთეატრი ამირანი

სინოფსისი:

დენი მემკვიდრეობით იღებს მიწის ნაკვეთს საქართველოს შორეულ ხეობაში, ჩეჩნეთის საზღვართან, ადგილი, რომელიც მან ბავშვობაში დატოვა. ის ოცნებობს იქ სახლის აშენებაზე, მაგრამ მისი გეგმები ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს სრულიად ეწინააღმდეგება. მისი საგვარეულო, კი დენის დაქორწინებაზე იწყებს ზრუნვას.

არ გაუშვათ ხელიდან უნიკალური შესაძლებლობა ნახოთ უახლესი ფრანგული ფილმები.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ბმულზე : https://www.kinoafisha.ge/festival/tiff2026/