კალენდარი

თბილისი ფოტო ფესტივალი 2025
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, მსოფლიოში აღიარებულ სააგენტოს Magnum Photos უმასპინძლებს.
18 ივნისიდან დაწყებული, ფოტოგრაფიისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია შეისწავლის ამ ხელოვნების უნიკალურ როლს სოციალური მოძრაობების დოკუმენტირებაში და თანამედროვე რეალობის გამოჩენაში.
პროგრამაშია:
- 18 ივნისი : “ქვიშის წიგნი“ - Magnum Photos-ის გამოფენის გახსნა თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სააგენტოს კულტურული პროგრამების დირექტორი ანდრეა ჰოლზერი და ფოტოგრაფი ანტუან დ'აგატა.
- 17-21 ივნისი: “ფოტოგრაფიული აქტის ლიმიტი“ - ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის ანტუან დ’აგატას 5 დღიანი ვორქშოფი პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის.
- 20 ივნისი: ანტუან დ’აგატას საჯარო ლექცია სკრინინგის თანხლებითა და წიგნების ხელმოწერის სეანსით.
- 25 ივნისი: მუსიკისა და ვიდეოპროექციების საღამო სათაურით “პროტესტის ქრონიკა“, რომელიც მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე მსოფლიოში მიმდინარე პროტესტების ისტორიას გააცოცხლებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: https://shorturl.at/GtHBu