კალენდარი

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია | 2023-03-27 19h

თანამედროვე ფრანგული ბალეტის საღამო – ხათუნა მზარელუას საჯარო ლექცია


თანამედროვე ფრანგული ბალეტის საღამო – ხათუნა მზარელუას საჯარო ლექცია ბალეტ „ფრესკის“ ვიდეო ჩვენების თანხლებით.

საღამოს პირველ ნაწილში – ოდა ფრანგულ ბალეტს, თანამედროვე ცეკვის მკვლევარი ხათუნა მზარელუა სამი ისტორიული ბალეტის ფონზე : „ცისფერი მატარებელი“ (1924), „ბოლერო“ (1961, მორის ბეჟარის ვერსია) და „ღამის გადალახვა“ (2018) წარმოადგენს თავის პირველ წიგნს ცეკვაზე – „კაფე მიულერში“ (წერილები ცეკვაზე).

„ცისფერი მატარებლისთვის“ ლიბრეტო ჟან კოქტომ დაწერა. ბრონისლავა ნიჟინსკას ქორეოგრაფია, დამშვენებული გაბრიელ (კოკო) შანელის კოსტიუმებით, ჰარმონიულად ერწყმის ლიბრეტოს, მუსიკას (ავტორი დარიუს მიო) და დეკორაციას (ავტორი ანრი ლორანი). ამ თანამშრომლობამ „ცისფერ მატარებელს“ განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

„ბოლეროს“ მორის ბეჟარისეული ვერსიის პრემიერა 1961 წელს, ბრიუსელის მონეს თეატრში შედგა, დღემდე პოპულარობა არ დაუკარგავს და მსოფლიოს საუკეთესო საბალეტო სცენებზე იდგმება.

საღამოს მეორე ნაწილი მიეძღვნება ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფრანგ ქორეოგრაფს, ანჟელენ პრელჟოკაჟს. დასკვნით ნაწილში კი ნაჩვენები იქნება მისი ბალეტი „ფრესკა“, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს ერთნაირად ნუსხავს.

თანამედროვე ფრანგული ბალეტის საღამოს მხარდამჭერები არიან: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, „ბალე პრელჟოკაჟი“, ვიდეო ვერსიის პროდიუსერი „ტელმონდისი“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

ქართულ ენაზე.
ფრანგულენოვან მაყურებელს ლექციის დაწყებამდე გადაეცემა ლექციის ტექსტის ფრანგული ვერსია.


2023 წლის 27 მარტს, 19:00 საათზე

დასწრება თავისუფალია

ხანგრძლივობა : 1 საათი და 45 წუთი

მისამართი: ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა, No 22, ბიბლიოთეკის დარბაზი, II სართული

ANGELIN PRELJOCAJ
La Fresque, 2016
Ballet Preljocaj
Photo©Jean-Claude Carbonne