კალენდარი

სწავლა საფრანგეთში - რეგისტრაცია დაიწყო

საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრაციები დაწყებულია!

ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის პროცედურები ხორციელდება ელექტრონულად, ერთი დოსიეს საფუძველზე Etudes en France-ის (EeF) საშუალებით. იხილეთ ბმული 

თითოეულმა ქართველმა სტუდენტმა, რომელსაც მომდევნო აკადემიურ წელს (2025-2026) სწავლის გაგრძელება საფრანგეთში სურს, უნდა დარეგისტრირდეს და განაცხადი გააგზავნოს უნივერსიტეტებში ელექტრონულ პლატფორმის  "Etudes en France"-ის მეშვეობით.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა:

DAP პროცედურა Licence 1 -ზე და არქიტექტურის უმაღლეს ეროვნულ სკოლებში - ENSA (Licence, Master)  - 2024 წლის 15 დეკემბერი !

სამაგიტრო და სხვა პროგრამებზე (Licence 2, Licence 3, Master 1 და Master 2 ) - 2024  წლის 30 დეკემბერი!

 

პორტალის მეშვეობით განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება ემდეგ საფეხურსა და მიმართულებაზე:

  • Licence 1 - ბაკალავრიატის პირველ კურსზე ჩასარიცხად (DAP) / თეთრი დოსიე), მაქსიმუმ 3 არჩევანის შესაძლებლობა; 
  • PACÈS (პირველი საერთო წელი ჯანდაცვის მიმართულებაზე სწავლის დასაწყებად), 3  არჩევანის შესაძლებლობა;
  •  არქიტექტურის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 2 პროგრამა.
  • Licence 2 და Licence 3, მაგისტრატურა (master 1 და master 2), DUT, საინჟინრო სკოლები და სხვა უმაღლესი სასწავლებლებირომლებიც გაწევრინებლნი არიან პორტალზე, 7 პროგრამისა და სასწავლებლის არჩევის შესაძლებლობა.

იხილეთ იმ  უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალი, სადაც ჩარიცხვა ახალი პორტალის საშუალებით არის შესაძლებელი. თუ სასურველ პროგრამას და უმაღლეს სასწავლებელს ვერ იპოვით კატალოგში, დაუკავშირდით პირდაპირ უმაღლეს დაწესებულებას.

 იხილეთ ეტაპები, რომელთა გავლაც აუცილებელია Etudes en France - ის პლატფორმაზე:

რეგისტრაციის საფასური შეადგენს 250 ლარს (სავიზო მოსაკრებლის გარეშე).

I. ინფორმაცია და ორიენტაცია  -  ჩემი სასწავლო პროექტი

კანდიდატმა, რომელსაც სწავლის გაგრძელება საფრანგეთში სურს, კარგად უნდა დაგეგმოს სასწავლო პროექტი და შეარჩიოს სასურველი სასწავლო პროგრამა/სასწავლო დაწესებულება, გაეცნოს მოთხოვნებს და კრიტერიუმებს, (მათ შორის ენობრივ მოთხოვნებს), განსაზღვროს თუ როგორ დაიფინანსებს სწავლის და ცხოვრების ხარჯებს და ა.შ. 

II. ელექტრონული დოსიეს შექმნა

 კანდიდატი ქმნის საკუთარ ელექტრონულ ანგარიშს Etudes en France-ის  გვერდზე:

 https://pastel.diplomatie.gouv.fr/etudesenfrance/dyn/public/authentification/login.html

 

კანდიდატი კლიკავს «Je m’inscris»  და ჩამოსაშლელი მენიუდან ირჩევ "Espace Campus France Georgia".

ყურადღება! რუბრიკაში «Divers», გვერდის ბოლოში, არ დაგავიწყდეთ  მონიშნოთ ველი -  "ვეთანხმები მივიღო ინფორმაცია საფრანგეთში სწავლის შესახებ პირად ელ.ფოსტის მისამართზე, რის შემდეგაც კანდიდატი მიიღებს შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე (დოსიეს ვალიდაცია, პედაგოგიური შეხვედრა - გასაუბრება, პასუხები სასწავლებლებიდან და ა.შ.). 

შემდეგ უთითებთ პირად ინფორმაციას, რისთისაც დაგჭირდებათ :

 1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, პირადობის მოწმობა, დაბადების მოწმობა), 

 2) უახლესი, პროფესიული პირადობის ფოტო,

 3) მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მიიღებთ დადასტურების ელ.წერილს. მნიშვნელოვანია, რომ შეინახოთ დოსიეს ნომერი.

 

III. დოსიეს შევსება

დოსიეს ბოლომდე შესავსებად, უნდა მოამზადოთ შემდეგი დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები:

   1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,

   2) ბოლოს მოპოვებული ნიშნების ფურცლები და დიპლომები,

   3) პირადობის ფოტო,

   4) CV.

   5) სამოტივაციო წერილი,

   6) ფრანგული (ან ინგლისური) ენის საერთაშორისო სერტიფიკატი, 

   7) სხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები (სერტიფიკატები, დიპლომები, სარეკომენდაციო წერილები და ა.შ.).

კატალოგიდან ირჩევთ უნივერსიტეტებს, რომლებშიც გსურთ განაცხადის გაგზავნა და თითოეულ არჩევანზე წერთ პერსონალიზებულ სამოტივაციო წერილს.

 

IV . დოსიეს გაგზავნა და რეგისტრაციის საფასურის გადახდა

მას შემდეგ რაც კანდიდატი დარწმუნდება, რომ განაცხადი სრულყოფილად არის შევსებული და ყველა საჭირო დოკუმენტი ატვირთულია, აგზავნის განაცხადს ონლაინ, რის შემგეგაც უნდა მოხდეს რეგისტრაციის საფასურის გადახდა.

რეგისტრაციის მოსაკრებელი 250 ლარი უნდა გადაიხადოთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საბანკო ანგარიშზე და წარმოადგინოთ გადახდის დამადასტურებელი ცნობა მეილის საშუალებით: EeF.CampusFranceGE@gmail.com

 გთხოვთ, გადახდის დანიშნულებაში მიუთითოთ: “Etudes en France”.

 საბანკო რეკვიზიტები:

 Banque: TBC Banque

 Code bancaire: TBCBGE22

 N°compte: GE12TB7398636160100001

 

როდესაც კანდიდატი გადაიხდის რეგისტრაციის მოსაკრებელს, Espace Campus France Géorgie შეამოწმებს თქვენს დოსიეს  ვალიდაციისთვის.

ყურადღება! თუ  დოსიე არ იქნება სრულყოფილი, ის გადმოგეგზავნებათ უკან  გასასწორებლად (ამიტომ მნიშვნელოვანია ელექტრონული ფოსტის რეგულარულად შემოწმება).

 

V. პედაგგიური გასაუბრება

ყველა კანდიდატი, რომელთა განაცხადები გაიგზავნება დედლაინამდე და მოხდება ვალიდაცია Espace Campus France-ის მიერ, მოწვეული იქნება პედაგოგიურ გასაუბრებაზე. Campus France-ში გასაუბრების დროს,სასწავლო პროექტის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ინტერვიუ  კანდიდატს შესაძლებლობას აძლევს წარმოადგინოს თავისი პროექტი, ახსნას არჩევანი და მოტივაცია.კანდიდატს გასაუბრებაზე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოიწვევენ.
ყურადღება! ორგანიზაციული მიზეზების გამო, დაგვიანება დაუშვებელია. პედაგოგიური გასაუბრების შემდეგ,კანდიდატის დოსიე ელექტრონულად იგზავნება შერჩეულ დაწესებულებებში.

 

VI. წინასწარი რეგისტრაციის დადასტურება და რედაქტირება

უნივერსიტეტები განიხილავენ განაცხადებს და საბოლოო პასუხი კანდიდატს ეცნობება 2025 წლის მაისამდე, სასწავლო საფეხურის მიხედვით.

დაწესებულებებიდან დადებითი პასუხი მიღების შემდეგ, კანდიდატი Etudes en France - ზე აკეთებს საბოლოო არჩევანს.

იმ შემთხვევაში, თუ ფრანგული უმაღლესი დაწესებულებიდან კანდიდატი უარყოფით პასუხს მიიღებს, Espace Campus France Georgie-ს არ აქვს უფლება ჩაერიოს სასწავლებლის გადაწყვეტილებაში.
პროცედურა  Etudes en France და დოსიეს რეგისტრაციის საფასურის გადახდა არ გახლავთ ჩარიცხვის გარანტია!

 

VII. სავიზო პროცედურა 

მას შემდეგ რაც კანდიდატი  ჩაირიცხება ფრანგულ უმაღლეს სასწავლებელში, უნდა დაიწყოს ზრუნვა სავიზო პროცედურაზე. Campus France არ არის პასუხისმგებელი სავიზო განაცხადზე.

ყურადღება! ფრანგულ სასწავლებელში ჩარიცხვა ავტომატურად  ვიზის მიღებას არ ნიშნავს. თქვენი დოსიე უნდა აკმაყოფილებდეს საკონსულოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს (ფინანსური გარანტიები და ა.შ.).

 

ფრანგული ენის დონის შეფასება

ფრანგულენოვან პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად კანდიდატი უნდა ფლობდეს ფრანგული ენის საერთაშორისო დიპლომს: DELF B2 ან DALF C1 , ან გაიაროს ენის სპეციალური ტესტი TCF DAP, მხოლოდ ბაკალავრიატის პირველ კურსზე ჩასარიცხად.
დეტალური ინფორმაცია DELF B2, DALF C1 და TCF DAP-ის შესახებ იხილეთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის გამოცდების კალენდარში. 

ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამაზე, კანდიდატმა თავად უნდა გადაამოწმოს მოთხოვნილი ენის კომპეტენცია სასურველ დაწესებულებასთან.