კალენდარი

SUR LES CHEMINS NOIRS
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) საქართველოს ფრანგული ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კანადის საელჩო თურქეთში და რუმინეთის საელჩო საქართველოში გეპატიჟებათ ფრანგულენოვანი კინოჩვენების სპეციალურ სერიაზე.
SUR LES CHEMINS NOIRS - ხანგრძლივობა: 1სთ35 წთ, რეკომენდებული მინიმალური ასაკი: 12 წელი
დენი ემბერტის ფილმი, 2022 წელი
პარასკევი, 7 მარტი, 19:30 სთ
მისამართი: AUF საქართველოს ეროვნული ოფისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე-5 კორპუსი, ოთახი 309, ილია ჭავჭავაძის გამზირი 36
ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულ ენაზე ქართული სუბტიტრებით.
დასწრება თავისუფალია, აღნიშნეთ ფრანკოფონიის მრავალფეროვნება ჩვენთან ერთად!
სინოფსისი:
პიერი, ცნობილი მკვლევარი და მწერალი, ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს ირგვლივ თავგადასავლების საძიებლად. ერთ საღამოს ის ნასვამ მდგომარეობაში სასტუმროს ფასადზე ადის და სიმაღლიდან ძირს ეცემა. იგი ღრმა კომაში ვარდება. გამოღვიძების შემდეგ, ყველას რჩევის საწინააღმდეგოდ, ის გადაწყვეტს მოიაროს საფრანგეთი ფეხით და მივიწყებული გზებით იმოგზაუროს. არნახული და შესანიშნავი მოგზაურობა, სადაც პიერი სოფლის ცხოვრებას გაეცნობა.
ტრეილერი: https://youtu.be/mOVf8g_XhwE?si=fxfJ3YT0NrSrzgmg