კალენდარი

სტუდია მოზაიკა - სახელოსნო ზუგდიდში

საქართველო გამორჩეულია მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, რომლის შენარჩუნება აუცილებელია. სწორედ ამ მისიას ემსახურება ზუგდიდში მდებარე სტუდია მოზაიკა.


8-დან 12 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მონაწილეობით, სტუდია მოზაიკა ახორციელებს პროექტს, რომლის მთავარი მიზანია მოქალაქეთა როლის გააზრება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პროცესში.


ღონისძიების ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ექსპერტები ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და ჩართავენ მათ დისკუსიებსა და სამუშაო პროცესებში, რომლებიც საბჭოთა ეპოქის მოზაიკების რესტავრაციას მოიცავს.


პროგრამის მიხედვით, ფრანგული ორგანიზაცია Rempart-ის ექსპერტი და ასევე ფონდ Ribirabo-ს ქართველი სპეციალისტი ადგილობრივ ახალგაზრდებთან და სხვა მონაწილეებთან ერთად, თეორიული და პრაქტიკული სესიების დახმარებით, კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის მიმართულებით იმუშავებენ.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს:

https://mosaicastudio.ge/