კალენდარი

STREET FOOD PARK x Fête de la musique

21 და 22 ივნისს შეანელეთ ტემპი, მიირთვით გემრიელი კერძები, მოუსმინეთ მუსიკას, გაიცანით მეწარმეები და გაამხნევეთ შემოქმედებითად მოტივირებული შეფები.

 

ყოველი კერძის უკან დგას ადამიანი, რომელიც ამზადებს, ქმნის და სიყვარულით გვიზიარებს თავის საქმეს. სწორედ ეს ერთობლიობა ქმნის STREET FOOD PARK-ს, რომელსაც STALL–Street Markets-თან პარტნიორობით 21 და 22 ივნისს, 15:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე, საფრანგეთის საელჩოს ტერიტორია უმასპინძლებს.

 

აგრობაზარი "უნიკალური ქართული გემო“ საქართველოს ყველა კუთხიდან ადგილობრივ მეწარმეებს უმასპინძლებს, რომლებიც ჯანსაღ და სიყვარულით დამზადებულ პროდუქტებს დაგახვედრებენ.

 

საზღვარგარეთ მცხოვრებ ფრანგთა კავშირი ფრანგი ოსტატებისა და შეფების უნიკალურ ნამუშევრებს შემოგთავაზებს.

 

მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური ლეიბლები და დისკების მაღაზიები წარმოდგენილნი იქნებიან სპეციალური სცენით.

 

მთავარი მუსიკალური ღონისძიება 21 ივნისს, 19:00 სთ-ზე გაიმართება. ოთხი ხელოვანი საფრანგეთიდან და საქართველოდან წარმოგვიდგენს ახალ მუსიკალურ პროექტს სახელწოდებით "ქალაქი". შარლოტ პლანშუ და ზოე პერე, ქართველ მუსიკოსებთან, თიკო ღოღობერიძე და ბექა ბუჩუკურთან ერთად, გამოიკვლევენ ქართულ, ბავარიულ, ოქსიტანურ და ფრანგულ პოლიფონიურ ხმებსა და ტრადიციებს.

 

ღონისძიებაზე დაგხვდებათ:

ქუჩის საკვები და მრავალფეროვანი გემრიელი კერძები;

ნატურალურ ღვინო, სიდრი, კრაფტ ლუდი;

ადგილობრივი ვინილის მაღაზიები;

ცოცხალი კონცერტი მუსიკის დღის აღსანიშნავად;

აგრობაზარი - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)-ს მხარდაჭერით;

საზღვარგარეთ მცხოვრებ ფრანგთა კავშირის მიერ სპეციალურად შექმნილი ბაზრის კონცეფცია;

 

თქვენ დაგხვდებათ შემოქმედებითი ადამიანები და დაუვიწყარი გემოები ქალაქის შუაგულში.

 

შეხვედრის ადგილი: საფრანგეთის საელჩოს ტერიტორია, ხაზინის 4.

21 და 22 ივნისი, 15:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე.

 

დასწრება თავისუფალია, გელოდებით ყველას!