კალენდარი

სტიპენდია ქართველი ავტორებისთვის შემოქმედებითი რეზიდენციისთვის საფრანგეთში

სტიპენდია ქართველი ავტორებისთვის შემოქმედებითი რეზიდენციისთვის საფრანგეთში


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მოხარულია გაცნობოთ 2025 წლის მობილობის პროგრამის გახსნის შესახებ, რომელიც განკუთვნილია საფრანგეთში შემოქმედებით სამწერლო პროექტზე მუშაობის მსურველი ქართველი ავტორებისთვის.

ეს პროგრამა ხელს უწყობს საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურულ და ლიტერატურულ ურთიერთგაცვლას და უნიკალურ საშუალებას აძლევს ქართველ ხელოვანებს აღმოჩნდნენ შემოქმედებით გარემოში.

სტიპენდიაფარავს მაქსიმუმ ერთი თვის, მხოლოდ სამოგზაურო და დღიურ ხარჯებს და არ ითვალისწინებს საცხოვრებელი ბინის და სწავლების, ტრენინგის საფასურის გადახდას, რომელიც სრულად უნდა დაფაროს ბენეფიციარმა.


მონაწილეობის პირობები და საჭირო დოკუმენტები:

კანდიდატს უნდა ჰქონდეს გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებული მინიმუმ ერთი ნაწარმოები და გამომცემლობასთან ხელმოწერილი ხელშეკრულება მიმდინარე ნაშრომის გამოცემის შესახებ, რომელსაც დაასრულებს საფრანგეთში.

ნაშრომი უნდა იყოს დაწერილი ფრანგულ ენაზე, ან თუ ის იქნება ქართულ ენაზე, თემატურად აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს საფრანგეთს.

კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

-        სამოტივაციო წერილი, შემოქმედებითი სამწერლო პროექტის დეტალური აღწერა, წინა ნამუშევრების პორტფოლიო, გამომცემლობის მხარდამჭერი წერილი და CV;

-        სავარაუდო ბიუჯეტი, თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს პარტნიორი და მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

-        ფრანგული პარტნიორი მასპინძელი ორგანიზაციის წერილი, სადაც მითითებული იქნება მასპინძელ ორგანიზაციაში ცხოვრების თარიღები.

კანდიდატებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ციფრული ფაილის (PDF) ფორმატით ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: nana.laliashvili@institutfrancais.ge;  

 

ვადები: სარეზიდენციო პროგრამა შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ ერთი თვე და უნდა დასრულდეს 2025წლის 31 დეკემბრამდე.

 

სარეზიდნციო პროგრამის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარმა საქრთველოს ფრანგულ ინსტიტუტს უნდა წარუდგინოს მასპინძელი ორგანიზაციის მიერ გაცემული რეზიდენციი სდამადასტურებელი დოკუმენტი და სარეზიდენციო პერიოდში მისი საქმიანობის ამსახველი დეტალური ანგარიში.

 

შემოქმედებითი სარეზიდენციო პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების ჩარიცხვის პირობები განხილული იქნება ბენეფიციართან და აისახება მასთან გაფორმებულ კონტრაქტში.

 

 განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1ივლისი.