კალენდარი

მედიათეკა | 2023-05-23 18 h

შეხვედრა ხელოვანთან - ირაკლი ნასიძე

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
გიწვევთ შეხვედრაზე.

ირაკლი ნასიძე, მოდის დიზაინერი,

ისაუბრებს თავის პროფესიულ საქმიანობაზე
და გაგვაცნობს მოდის ინდუსტრიაში მიღწეულ წარმატებებს,

ხუთშაბათს, 2023 წლის 23 მაისს, 18:00 საათზე.

შეხვედრა გაიმართება ფრანგულ ენაზე.



ირაკლი ნასიძემ, მოდის და სამკაულების დიზაინერმა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მოდის სამყაროთი გატაცებული ირაკლი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და ის პირველი ქართველია, რომელმაც საფრანგეთში თავისი მაღალი მოდის კოლექცია წარადგინა. პარიზში, მან გაიცნო კრისტიან ლაკრუა და ჟან-ლუი შერერი, თანამშრომლობდა რამდენიმე მოდის სახლთან, როგორებიცაა: ივ-სენ ლორენი, დიორი, შანელი, ფრანსუა ლესაჟი და შოპარდი. ამავდროულად, ირაკლი ნასიძემ მონაწილეობა მიიღო პარიზის მოდის მუზეუმში, Palais Galliera-ში გამართულ გამოფენაში „მოდის ტენდენციები“.

2011 წელს უკვე ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, ირაკლი ნასიძემ, შექმნა მზა ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი IRAKLI, რომელიც სპეციალიზირებულია ტრიკოტაჟის წარმოებაში. ირაკლი ნასიძის სამოსს ატარებს მრავალი ფრანგი და მსოფლიო ვარსკვლავი. ამავე პერიოდიდან ირაკლი ნასიძემ თანამშრომლობა დაიწყო ქართულ საიუველირო კომპანიასთან- ზარაფხანა.

ირაკლი ნასიძის შემოქმედება შთაგონებულია კავკასიური პეიზაჟებით, ქართული ფესვებით და ეფუძნება წინაპართა ხელოსნობის ტექნიკას, გამოირჩევა ფორმების სისადავით და სენსუალურობით.

 

 
მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა