კალენდარი

შეხვედრა ვალერი ვარენთან
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, გიწვევთ შეხვედრაზე ვალერი ვარენთან, რომელიც წარადგენს თავის წიგნს,
''პატარა პოლონელი გოგონას ემიგრაციის გზა''
სამშაბათს, 4 ნოემბერს 18სთ00წთ-ზე.
შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.
მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.
ვალერი ვარენი საფრანგეთის ეროვნული პოლიციაში მსახურობდა. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში იგი მოგვითხრობს პოლონელი ემიგრანტების შთამომავლის, პატარა გოგონას ცხოვრებისეულ გზას, რომელიც პირველი ქალი პოლიციელი გახდა და შეუერთდა საფრანგეთის პრესტიჟულ დანაყოფს - საფრანგეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების ჯგუფს GSPR.
ავტორის ეს წიგნი მკითხველს საშუალებას აძლევს გაეცნოს იმ მრავალფეროვან სამყაროს, კონკრეტულ ადგილებს და კონტინენტებს, სადავ ავტორი მსახურობდა.