კალენდარი

შეხვედრა რეჟის ჟანტესთან
რომელიც წარადეგენს თავის წიგნს,
''ჩვენი კაცი ვაშინგტონში. ტრამპი რუსების ხელში''
რეჟის ჟანტე ფრანგი ჟურნალისტია, რომელიც ოც წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს. ის ყოფილ საბჭოთა კავშირშის სივრცეში Radio France Internationale-ს (RFI), France 24-ის, Le Figaro-ს დ კიდევ მრავალი ფრანგული მედიის კორესპონდენტია. რეჟის ჟანტე თანამშრომლობს აგრეთვე სხვადასხვა კვლევით ცენტრთან და წერს პოსტ-საბჭოთა ელიტებისა და მმართველი წრეების, კონფლიქტების, გეოპოლიტიკისა და ენერგეტიკის საკითხებზე. ის არის ოთხი წიგნის ავტორი.
რეჟის ჟანტეს ბოლო წიგნი, ''ჩვენი კაცი ვაშინგტონში. ტრამპი რუსების ხელში'' 2024 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა გამომცემლობამ ’’გრასე’’. ნაწარმოები დაწერილია დეტექტიური რომანის სტილში და აღწერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რუსეთთან ურთიერთობის ორმოცწლიან ისტორიას. ავტორი აანალიზებს, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ გავლენა მოიპოვოს პოლიტიკურ ფიგურაზე და რა სარგებელი შეიძლება მან ამით მიიღოს.
წიგნში უხვად არის წარმოდგენილი დოკუმენტური მასალა და დღემდე გამოუქვეყნებელი მტკიცებულებები, რაც მკითხველისთვის მიმზიდველს ხდის სხვადასხვა მოვლენით დატვირთული ოთხი ათწლეულის ამბებს. წარსულის ფაქტების თანამედროვე მოვლენებთან მიმართების ანალიზით, ავტორი ღიად ტოვებს კითხვებს და მკითხველს სთავაზობს თავად გამოიტანოს დასკვნები.