კალენდარი
შეხვედრა პაატა ჯავახიშვილთან
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა და გამომცემლობა სიესტა გიწვევთ
ახალი ქართული თარგმანის, სორჟ შალანდონის რომანის ’’არამზადის შვილი’’ პრეზენტაციაზე, მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი.
წიგნი გამოიცა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის მხარდაჭერით.
სამშაბათს, 9 დეკემბერს 18სთ00წთ-ზე.
შეხვედრა ჩატარდება ქართულ ენაზე. დასწრება უფასოა.
პაატა ჯავახიშვილს ფრანგულიდან ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს არაერთი ფრანკოფონი ავტორის წიგნი, რომელთა შორის არიან: ბორის ვიანი, ალბერ კამიუს, მატიას ენარი, მილან კუნდერა, მიშელ უელბეკი, მარიზ კონდე, სქოლასტიკ მუკასონგა, სებასტიან ჟაპრიზო და სხვა ავტორთა ნაწარმოებები. პაატა ჯავახიშვილი არის 2022 წლის გერონტი ქიქოძის პრემიის, ფრანგულენოვანი ავტორის საუკეთესო ქართული თარგმანის, ლაურეატი.
ფრანგი მწერალი და ჟურნალისტი, სორჟ შალანდონი, ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაზეთ Libération-ის ჟურნალისტი იყო, სადაც მრავალი კონფლიქტი აქვს გაშუქებული. 1988 წელს, სორჟ შალანდონს გადაეცა Albert-Londres-ის პრემია ჩრდილოეთ ირლანდიის რეპორტაჟებისა და კლაუს ბარბის სასამართლო პროცესის გადმოცემისთვის. 2009 წლიდან მწერალი მუშაობს გაზეთში Le Canard enchaîné და ამავდროულად, წერს რომანებს, რომელსაც გამომცემლობა გრასე (Grasset) აქვეყნებს.
რომანი ’’არამზადის შვილი’’ მოგვითხრობს ჟურნალისტზე, რომელიც ლიონში მიმდინარე კლაუს ბარბის სასამართლო პროცესს აშუქებს. ამავდროულად, ის მამამისის ოკუპაციის დროინდელ წარსულს იკვლევს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჰეროიკული ტყუილებით იყო შემკული. შემზარავი ჩვენებებით სავსე ბარბის სასამართლო პროცესი ჟურნალისტს მამის ბუნდოვან წარსულს ახსენებს. შვილი მამის დუმილს, მის გამოგონილ ამბებსა და სიმართლის არაღიარებას დაუპირისპირდება. რომანი ’’არამზადის შვილი’’ ისტორიულ მოვლენებს ოჯახურ დრამასთან აკავშირებს და გვიჩვენებს, რამდენად რთულია საყვარელი ადამიანების განსჯა.
მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.