კალენდარი

შეხვედრა მწერალ სოფი მერსერონთან

 საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა,
საქართველოს მწერალთა სახლი

და პროექტი
"თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი"

 გიწვევთ ონლაინ შეხვედრაზე მწერალ
 
 
სოფი მერსერონთან

 
ოთხშაბათს, 2022 წლის 2 თებერვალს 17სთ00წთ-ზე
 

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე
 
ზუმის ბმული:
 
https://zoom.us/j/99938846368

 

სოფი მერსერონი არის ფრანგი მწერალი და მსახიობი. მან განათლება მიიღო ნანტის რეგიონის ეროვნულ კონსერვატორიაში და მუშაობს რამდენიმე რეჟისორთან ნანტსა და პარიზში.

სოფი მერსერონი მონწილებას იღებს ასევე სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალში, როგორებიცაა: ’’მწერლები ზღვის პირას’’, ’’მიტინგი’’ და ’’ევროპული შთაბეჭდილებები’’. 2006 წელს მან დააარსა ლიტერატურული კაფე ’’ლ’ოგრ ა პლიუმ’’, რომელსაც დიდი გატაცებით უძღვებოდა.

2020 წელს, სოფი მერსერონის პიესამ ’’ავრილი’’ მიიღო საყმაწვილო დრამატული ლიტერატურის გრან პრი. 2021 წელს კი მისი წიგნი ’’ჭამე სელაპი’’ ასევე დაჯილდოვდა საყმაწვილო დრამატული ლიტერატურის გრან პრით.

2020/2021 წლებში ის მუშაობდა როგორც ასოცირებული ავტორი სარანის რეგიონის ლა ტეტ ნუარის თეატრისთვცის.

არსებული ეკოლოგიური კრიზისის ფონზე, სოფი მერსერონის პიესები წარმოაჩენენ კლიმატურ ცვლილებს, რათა სცენაზე აჩვენონ ის ადამიანები, რომელთაც კომუნიკაციის პრობლემა ექმნებათ.

2022 წლის იანვრის თვეში, იუნესკოს პროექტის "თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" და საქართველოს მწერალთა სახლის სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში სოფი მერსერონი მოწვეულია თბილისში, თავის მომავალ წიგნზე სამუშაოდ, სათაურით « Kingsland ».