კალენდარი
შეხვედრა მწერალ კლარა არნოსთან
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
ფრანგი მწერალი და დიდი მოგზაური, კლარა არნო, 1986 წელს დაიბადა და ფონტენბლოს ტყის სიახლოვეს გაიზარდა. წიგნების თუ წარმოსახვის წყალობით, მას ბავშვობიდანვე ახსოვს ფეხით ან ცხენით სამყაროდან განრიდების ნეტარება. ხშირი მოგზაურობისას, ცენტრალურ აზიაში და ჩინეთში ყოფნის დროს, კლარა არნომ შეისწავლა ჩინური ენა, გეოგრაფია, ამავდროულად პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში დაეუფლა ეკონომიკას. შემდგომში, გავითარების საერთაშორისო პროექტებზე მუშაობისას, ის ეწვია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, სენეგალს, ბენინს და განას.
კლარა არნომ პირველი მოთხრობა, ’’ჩინეთის გზებზე’’, 22 წლის ასაკში დაწერა. წიგნში მწერალი ყვება თუ როგორ დაიწყო თავისი ხანგრძლივი მოგზურობა დასავლეთ ჩინეთიდან მხოლოდ ორი საპალნემოკიდებული ცხენის თანხლებით. ნაწარმოები გახდა ’’უჩვეულო ადგილების პრემიის’’, ’’დიდი სივრცეების პრემიის’’ და ’’რენე კაიეს მოგზაუობის აღწერის პრემიის’’ ლაურეატი. 2015 წელს, გამომცემლობა ’’გაიას’’ მიერ გამოქვეყნებულ მის პირველ რომანს ’’ჭექა-ქუხილი’’, მიენიჭა ’’ეკოლ ნორმალ სუპერიორის პრემია’’. ერთი წლის შემდეგ გამოიცა მწერლის რომანი ’’კავკასიის ირგვლივ’’, რომელშიც ავტორი გვიყვება თუ როგორ გადაკვეთა მარტომ ფეხით, ცხენის თანხლებით საქართველო და სომხეთი. სწორედ საქართველოში ყოფნის დროს გადაწყვიტა კლარამ დაეწყო თავისი ბოლო რომანის, ’’თქვენც გიჟი ქარივით ჩაიქროლებთ’’ წერა, რომელიც 2023 წელს გამოქვეყნდა გამომცემლობა აქტ სუდის მიერ და რომლის შესახებაც მწერალი ხუთშაბათს გვესაუბრება.