კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2024-11-28 18 სთ

შეხვედრა ლელა გაბურთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა და
გამომცემლობა მერიდიანი გიწვევთ
ლელა გაბურთან შეხვედრაზე.
პოეტი და მთარგმნელი, ლელა გაბური წარმოგიდგენთ
შარლ ბოდლერის 100 ლექსის საკუთარ თარგმანს ქართულ ენაზე,
რომელიც სულ ახლახან გამომცემლობა მერიადიანმა გამოსცა.


შეხვედრა ჩატარდება ქართულ ენაზე და
მას საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
ხუთშაბათს, 28 ნოემბერს 18სთ-ზე უმასმინძლებს.


.

პოეტი, მწერალი, 1998 წლის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი ლელა გაბური რელიგიის ისტორიის და ტრადიციული მედიცინის საკითხების შემსწავლელი რამდენიმე ნაშრომის ავტორია. 2016 წელს ფრანგულ ენაზე გამოიცა ლელა გაბურის პოეტური კრებული ,,აი, იმ გზამდი...» ( « Voilà, jusqu’à ce chemin… »), რომლის პრეზენტაცია ქალაქ ნიცაში გაიმართა. კრებული სალომე ორდანიანცმა თარგმნა, ხოლო რედაქტირება გიორგი ეკიზაშვილს ეკუთვნის.

ლელა გაბურის ნაშრომები თარგმნილია რუსულ და ფრანგულ ენებზე.

თბილისიდან თავის მშობლიურ კუთხეში — ხევსურეთში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, ლელა გაბურმა საზოგადოება ,,ხევსური ქალები ჯანსაღი მომავლისათვის» დააარსა, რომლის ფარგლებშიც მან ხევსური ახალგაზრდებისთვის არაერთი პროექტი განახორციელა.

გელით ყველას! გაუზიარეთ ღონისძიება თქვენს ლიტერატურის მოყვარულ მეგობრებს!