კალენდარი

ონლაინ | 2022-02-17 17სთ00

შეხვედრა კრისტოფ ლაველთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა

 

 გიწვევთ ონლაინ შეხვედრაზე 

 
ბიოფიზიკოსთან, კვების სპეციალისტთან და მკვლევართან,

კრისტოფ ლაველთან

"მეცნიერება და სამზარეულო"

 

ხუთშაბათს, 2022 წლის 17 თებერვალს 17სთ00წთ-ზე

 

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.

ზუმის ბმული:
https://zoom.us/j/92312092614

 

კრისტოფ ლაველი არის საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის და პარიზის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის მკვლევარი.

კრისტოფ ლაველი არის კვების სპეციალისტი და ასწავლის კულინარიულ ფიზიკო-ბიოქიმიას მრავალ უნივერსიტეტში და სკოლაში. ამავდროულად, რეგულარულად კითხულობს ლექციებს ფართო საზოგადოებისთვის და პროფესიონალებისთვის: მზარეულებისთვის, ტრენერებისთვის, ინჟინრებისთვის. ასევე, კრისტოფ ლაველი არის სორბონის უნივერსიტეტის კვების კულტურული მემკვიდრეობის და კულინარიული პრაქტიკის, PALIM, ქსელის ერთ-ერთი პასუხისმგებელი და სწავლებისა და განათლების ეროვნული უმაღლესი ინსტიტუტის, INSPE, კულინარიის პედაგოგების ტრენერი. კრისტოფ ლაველი არის ორმოცდაათამდე სამეცნიერო სტატიის და ათამდე ნაშრომის ავტორი, რომელთაგან აღსანიშნავია: ’’მთელი ქიმია, რაც უნდა იცოდე, რომ შეფ-მზარეული გახდე’’, ’’ვჭამ, ესე იგი ვარსებობ’’ და ’’საკვების პატარა საინტერესო ლექსიკონი’’.
 
კრისტოფ ლაველი არის სწავლულთა მრავალი სამეცნიერო და გასტრონომიული საზოგადოების წევრი, რომელთა შორისაა საფრანგეთის ბიოფიზიკური საზოგადოება, ამერიკის ბიოფიზიკური საზოგადოება და ესკოფიეს მოსწავლეთა ასოციაცია.