კალენდარი
შეხვედრა გურანდა ბურსულაიასთან
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გიწვევთ
რაფაელ კენარის რომანის ’’სიკვდილი ქვეყნის დასალიერში’’ პრეზენტაციაზე,
ხუთშაბათს, 18დეკემბერს 18სთ00წთ-ზე.
შეხვედრას გაუძღვება გურანდა ბურსულაია, ანთროპოლოგიის დოქტორი,
საქართველოს გონკურის არჩევანის ჟიურის წევრი, მედიათეკის ერთგული მკითხველი.
შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე. დასწრება უფასოა.
მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.
რაფაელ კენარი ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და რომანისტია. იგი დაიბადა 1991 წელს საფრანგეთში, იზერში. ’’სიკვდილი ქვეყნის დასალიერში’’ რაფაელ კენარის პირველი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც 2025 წელს გამოქვეყნდა.
რომანში ავტორი აღწერს მთხრობლის, გარკვეულწილად მარგინალური გმირის ამბავს, რომელსაც სირთულეებთან და სხვადასხვა არასტაბილურ, უპერსპექტივო სამუშაოებთან უწევს გამკლავება. ის ოცნებობს ყველაფრის მიტოვებაზე და შორს წასვლაზე, თუმცა რჩება ტანჯვით და იმედგაცრუებებით სავსე სამყაროში. იუმორითა და ირონიით გაჯერებული ეს წიგნი არის ფიქციის, გაქცევის ფანტაზიებისა და სასტიკი რეალობის გაცნობიერების ნაზავი, როცა გმირის ცხოვრებისეული გზის დასაწყისი მოკრძალებულია.