კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2025-07-11 18h

შეხვედრა გიორგი ეკიზაშვილთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა და გამომცემლობა „აგორა“ გიწვევთ შეხვედრაზე გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილთან, პოეტთან, მწერალთან, მთარგმნელთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორთან, რომელიც ანტუან დე სენტ‑ეგზიუპერის „პატარა პრინცის“ თარგმანზე ისაუბრებს.
 
ქართულ ილიტერატურული სცენის მთავარმა ფიგურამ, გიორგი ეკიზაშვილმა თავისი ცხოვრების ორმოცდაათ წელზე მეტი ფრანგული და ფრანგულენოვანი ავტორების ქართული საზოგადოებისთვის გაცნობას მიუძღვნა. მან ქართულად თარგმნა ისეთი დიდი ავტორების ნაწარმოებები, როგორებიც არიან დიუმა, მოლიერი, კამიუ, სარტრი, მოდიანო, პენაკი, ბეკეტი და მრავალი სხვა. გიორგი ეკიზაშვილმა ქართველ მკითხველს ასევე შესთავაზა „პატარა პრინცის“ ნათელი და ზუსტი თარგმანი, რომელსაც ავტორი თავად წარმოგვიდგენს.
 
29 ივნისს გამართული პატარა პრინცის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონკურსის ხუთ გამარჯვებულს „პატარა პრინცის“ ფრანგულენოვანი გამოცემა გადაეცემა.
 
გელოდებით მეგობრებთან ერთად ამ გამორჩეულ ლიტერატურულ შეხვედრაზე. ერთად გავიზიაროთ სიტყვების სილამაზე, მთარგმნელის როლი და „პატარა პრინცის“ უნივერსალური მემკვიდრეობა.

 

პარასკევი, 11 ივლისი, 18:00 სთ

 
შეხვედრა გაიმართება ფრანგულ ენაზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში, გუდიაშვილის ქ. 7. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპ. დასწრება თავისუფალია.