კალენდარი
შეხვედრა დათო ტურაშვილთან
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გიწვევთ შეხვედრაზე დათო ტურაშვილთან.
2003 და 2008 წლების პრემია საბას ლაურეატი წარმოგიდგენთ თავის ახალ ნაშრომს - "პარიზის ქართული სიზმრები", რომელიც მოგვითხრობს ქართულ-ფრანგული ურთიერთობების ისტორიას.
სამშაბათს, 2026 წლის 27 იანვარს 19სთ-ზე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში.
მისამართი : კოსტავას ქ. 14, სასტუმრო ''სტამბას'' შენობა.
დათო ტურაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად პრემირებული და კითხვადი ავტორია, არის მრავალი ნაშრომის ავტორი. მასვე ეკუთვნის თანამედროვე ლიტერატურის ყველაზე ცნობილი ბესტსელერის "ჯინსების თაობა", რომელიც რამდენიმე ენაზეა თარგმნილი.
2024 წელს, შემოქმედებითი სარეზიდენციო მობილობით დათო ტურაშვილი იმყოფებოდა საფრანგეთში. პროგრამა განხორციელდა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და პრომეთეა ვოიაჟის თანამშრომლობით.
შეხვედრა ჩატარდება ქართულ ენაზე. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ფრანგულ ენაზე.
პრეზენტაციის ბოლოს შესაძლებელი იქნება ავტოგრაფის მიღება.