კალენდარი

შემოდგომის სკოლა (ფქუ) - მეღვინეობა-მევენახეობა
ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი მონპელიეს აგროინსტიტუტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 2025 წლის 6-დან 10 ოქტომბრამდე თბილისსა და თელავში აწყობს შემოდგომის სკოლას თემაზე:
„ღვინო და კლიმატური ცვლილებები: ქართული მევენახეობის მდგრადობის გაძლიერება“.
სკოლა განკუთვნილია მეღვინეობა-მევენახეობისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებების სტუდენტებისა და მოყვარულთათვის.
სკოლის ფარგლებში გაიმართება ლექციები, საველე სემინარები, კონფერენციები და კულტურული ვიზიტები. შესწავლილი იქნება ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება და მათი კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის პროცესი. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნობიან ქვევრის ტრადიციას, რომელიც ერთდროულად აერთიანებს უნიკალურ მემკვიდრეობასა და ინოვაციებს.
სრული ინფორმაცია იხილეთ გვერდზე : https://www.facebook.com/frenchgeorgianuni