კალენდარი
საქართველოს გონკურის არჩევანი
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გიწვევთ
საქართველოს გონკურის არჩევანის
ლაურეატის გამოცხადებაზე
ხუთშაბათს 14 ნოემბერს 12სთ00წთ-ზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
მისამართი: F კორპუსი, ოთახი 303, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5
საქართველოს გონკურის არჩევანის ორგანიზატორია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის მხარდამჭერები არიან საფრანგეთის საელჩო საქართველოში და ფრანკოფონიის საერთაშორისო სააგენტო.
საქართველოში ღონისძიება მეხუთედ იმართება და მონაწილეობს ოთხი დაწესებულება : საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2023-2024 წლის საქართველოს გონკურის არჩევანის გამარჯვებული წიგნი შერჩეული იქნბა შემდეგი ნაწარმოებებიდან:
- Veiller sur elle de Jean-Baptiste Andrea, 2023 წლის გონკურის პრემია
- Sarah, Susanne et l'écrivain d'Éric Reinhardt
- Triste tigre de Neige Sinno
- Humus de Gaspard Koenig
მთავარი ჟიური შედგება ღონისძიებაში მონაწილე ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენლისგან. ჟიურის თავმჯდომარეა ქალბატონი ათინათი მამაცაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკეთესო უცხოური რომანის თარგმანის აკადემიური საბჭოს წევრი.