კალენდარი

საქართველოს გონკურის არჩევანი 2024

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გიწვევთ

საქართველოს გონკურის არჩევანის
2024 წლის ლაურეატის გამოცხადებაზე.

ღონისძიებას დაესწრება საფრანგეთის ელჩი საქართველოში,
ბატონი ოლივი ეკურტო.


ოთხშაბათს 15 ოქტომბერს 18სთ00წთ-ზე

ცერემონია გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში 

ზუმით:

https://us02web.zoom.us/j/83809523995

და ღვინის ჰაბში – “საძველე”

 

მისამართი: ვასილ პეტრიაშვილის ქუჩა 1, ღვინის ქარხნის ტერიტორია.

საქართველოს გონკურის არჩევანის ორგანიზატორია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის მხარდამჭერები არიან საფრანგეთის საელჩო საქართველოში და ფრანკოფონიის საერთაშორისო სააგენტო.

საქართველოში ღონისძიება მეექვსედ იმართება და მონაწილეობს ოთხი დაწესებულება : საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2024-2025 წლის საქართველოს გონკურის არჩევანის გამარჯვებული წიგნი შერჩეული იქნბა შემდეგი ნაწარმოებებიდან:


  •  Houris de Kamel Daoud, Prix Goncourt 2024
  •  Madelaine avant l’aube de Sandrine Collette
  •  Jacaranda de Gaël Faye
  •  Archipels d’Hélène Gaudy

 

მთავარი ჟიური შედგება ღონისძიებაში მონაწილე ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენლისგან. ჟიურის თავმჯდომარეა ქალბატონი ათინათი მამაცაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკეთესო უცხოური რომანის თარგმანის აკადემიური საბჭოს წევრი.