კალენდარი

სამეცნიერო მობილობის სასტიპენდიო პროგრამა


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პოსტსადოქტორო მობილობის დაფინანსებაზე  განაცხადების მიღება დაწყებულია !

ეს პროგრამა ყოველწლიურად აფინანსებს ორი ქართველი მკვლევრის ერთთვიან სამეცნიერო ვიზიტს საფრანგეთში.

საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს სურს,  პოსტსადოქტორო მობილობის მხარდაჭერით, წაახალისოს ფრანგ და ქართველ მკვლევრებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობა, რაც შესაძლებელს გახდის საფუძველი ჩაუყაროს უფრო მასშტაბურ, ორმხრივ ან მრავალმხრივ თანამშრომლობის პროექტებს.

 

პოსტსადოქტორო მობილობის გრანტი მოიცავს:

→ კვლევით სტიპენდიას 1124€- დან  à 1356 € - მდე დოქტორის ხარისხის მოპოვების თარიღის მიხედვით ( 5 წელზე მეტი თუ 5 წელზე ნაკლები).

→ საცხოვრებლის დაჯავშნა და ბინის ხარჯების დაფარვა

→ საფრანგეთში ორმხრივი ავიაბილეთი მაქსიმუმ 750 ევრომდე

→ ჯანმრთელობის დაზღვევა

→ მატარებლის ბილეთების დაფარვა, თუ მობილობის ადგილი რეგიონშია.

 

პროგრამაში ყველა სამეცნიერო სფერო განიხილება.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

→დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც მინიჭებულია საქართველოში ან სხვა ქვეყანაში და ხარისხის მინიჭებიდან გასულია არაუმეტეს 12 წელი;

→დეტალური რეზიუმე(CV) და  სამოტივაციო  წერილი ქართულ და ინგლისურ ენებზე;

→ დეტალური რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

→ მოწვევის წერილი (ხელმოწერილი მასპინძელი დაწესებულების ან მოწვეული მკვლევრის ხელმძღვანელის მიერ).

→ საპროექტო წინადადება, რომელშიც დეტალურად უნდა იყოს აღწერილი რუსთაველის ფონდის ონლაინ განაცხადის ფორმაში, ინგლისურ (ან ფრანგულ) და ქართულ ენებზე.

 

ეს უკანასკნელი უნდა აკონკრეტებდეს სამეცნიერო მიდგომას, კვლევითი ვიზიტის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს, ასევე, მასპინძელ დაწესებულებაში დაგეგმილი კვლევითი საქმიანობის გრაფიკს. განაცხადში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული კანდიდატის ყველა სამეცნიერო და აკადემიური პუბლიკაცია.

 

საუკეთესო განაცხადებს შეარჩევს ფრანგი და ქართველი მკვლევრებისგან შემდგარი ჟიური.

 

საუკეთესო განაცხადებს შეარჩევს ფრანგი და ქართველი მკვლევრებისგან შემდგარი ჟიური. განაცხადების მიღება გაგრძელდება 2025 წლის 27 ივნისამდე, 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე:https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/250520033104shota-rustavelis-saqartvelos-erovnuli-sametsniero-fondisa-da-saqartvelos-franguli-institutis-ertoblivi-kvleviti-stajirebis-programis-sagranto-konkursi

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ლიზა ბარიეს, აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის ოფიცერს: lisa.barrier@institutfrancais.ge


ნათია მსხალაძეს, Campus France-ის ხელმძღვანელს: natia.mskhaladze@institutfrancais.ge.