კალენდარი

სამაგისტრო სტიპენდიები 2018- 2019

"სამაგისტრო სტიპენდიები 2018-2019" გახლავთ ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საფრანგეთის მთავრობისა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის 2015 წლის პირველ დეკემბერს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საფრანგეთის მთავრობის, კამპუს ფრანსისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ. 
"სამაგისტრო სტიპენდიები 2018-2019" ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ, ან ინგლისურენოვან პროგრამებზე) 
პროგრამის გასრულების შემდგომ დიპლომირებული მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში და იმუშავებენ საქართველოში სამი წლის განმავლობაში.

პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებები გახლავთ: 

  • სოფლის მეურნეობა
  • განათლება
  • ინჟინერია
  • ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • სოციალური მეცნიერებები
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • არქიტექტურა
  • საჯარო მართვა
  • მენეჯმენტი
  • სამართალი
იმისათვის, რომ შეძლოთ განაცხადის გაკეთება: 
  • უნდა იყოთ დაინტერესებული სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით
  • უნდა ფლობდეთ ბაკალავრის ხარისხს, ან იმყოფებოდეთ დამამთავრებელ კურსზე
  • უნდა იყოთ მაქსიმუმ 30 წლის ასაკის
  • უნდა ფლობდეთ ფრანგულ ან ინგლისურ ენას 
კანდიდატებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2018 წლის 22 იანვრიდან 22  თებერვლის  ჩათვლით, ელექტრონული სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით. ეწვიეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის  ვებგვერდს.