კალენდარი

საფრანგეთში (ავტორის) მწერლის შემოქმედებითი სარეზიდენციო მობილობის მხარდაჭერის პროგრამა „პრომეთეა ვოიაჟთან“ პარტნიორობით

საფრანგეთში (ავტორის) მწერლის შემოქმედებითი სარეზიდენციო მობილობის
მხარდაჭერის პროგრამა
პრომეთეა ვოიაჟთან“ პარტნიორობით
 

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მოხარულია გაცნობოთ მობილობის ახალი პროგრამის ამოქმედების შესახებ, რომელიც განკუთვნილია საფრანგეთში შემოქმედებით სამწერლო პროექტზე მუშაობის მსურველი ქართველი ავტორებისთვის.

ეს ინიციატივა მიზნად ისახავს კულტურული და ლიტერატურული ურთიერთგაცვლის ხელშეწობას და უნიკალურ საშუალებას აძლევს ქართველ ხელოვანებს აღმოჩნდნენ შემოქმედებით გარემოში.

სტიპენდია მოიცავს მობილურობის სარეზიდენციო ხარჯებს მაქსიმუმ სამი თვით, თვეში 1000 ევროს ოდენობით. ამ ხარჯებს დაფარავს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, ხოლო საფრანგეთში გასამგზავრებელ ორმხრივ ბილეთს უზრუნველყოფს „პრომეთეა ვოიაჟი“*.

მონაწილეობის პირობები და საჭირო დოკუმენტები:

კანდიდატს უნდა ჰქონდეს გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებული მინიმუმ ერთი ნაწარმოები და გამომცემლობასთან ხელმოწერილი ხელშეკრულება მიმდინარე ნაშრომის გამოცემის შესახებ, რომელსაც დაასრულებს საფრანგეთში.

ნაშრომი უნდა იყოს დაწერილი ფრანგულ ენაზე, ან თუ ის იქნება ქართულ ენაზე, თემატურად აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს საფრანგეთს.

კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

-        სამოტივაციო წერილი, შემოქმედებითი სამწერლო პროექტის დეტალური აღწერა, წინა ნამუშევრების პორტფოლიო, გამომცემლობის მხარდამჭერი წერილი და CV;

-        სავარაუდო ბიუჯეტი, თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს პარტნიორი და მოთხოვნილი თანხის ოდენობა;

-        ფრანგული პარტნიორი მასპინძელი ორგანიზაციის მხარდამჭერი წერილი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტის წარმოდგენა სასურველია.

კანდიდატებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ციფრული ფაილის (PDF) ფორმატით ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: nana.laliashvili@institutfrancais.ge; განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 2 აგვისტო.

 

ვადები: სარეზიდენციო პროგრამა შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 3 თვე და უნდა დასრულდეს 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

სარეზიდნციო პროგრამის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარმა საქრთველოს ფრანგულ ინსტიტუტს უნდა წარუდგინოს მასპინძელი ორგანიზაციის მიერ გაცემული რეზიდენციის დამადასტურებელი დოკუმენტი და სარეზიდენციო პერიოდში მისი საქმიანობის ამსახველი დეტალური ანგარიში.

შემოქმედებითი სარეზიდენციო პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების ჩარიცხვის პირობები განხილულ იქნება ბენეფიციართან და აისახება მასთან გაფორმებულ კონტრაქტში.

* თუ ორმხრივი ბილეთის საფასური გადააჭარბებს 400 ევროს ოდენობას, ლაურეატი ვალდებული იქნება თავად დაფაროს ფასის სხვაობა.