კალენდარი
საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში
იწყება განაცხადებების მიღება ადამიანის უფლებების დარგში საფრანგეთის საელჩოს 2024 წლის პრემიაზე.
საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში დაწესდა, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისათვის მოღვაწე ადგილობრივი ორგანიზაციების დასაჯილდოებლად.
ვინაიდან 2024 წლის პარიზის ოლიმპიადა მალე დაიწყება, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ წლის პრემია მივუძღვნათ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ სპორტის საშუალებით ინკლუზიას.
ვიწვევთ ნებისმიერ ქართულ არასამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციას წარადგინონ ამ თემასთან დაკავშირებული პროექტები.
განაცხადები შევსებული უნდა იყოს ქართულ და სავალდებულოდ ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული ფორმულარის გამოყენებით და გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე Frenchprize2024@gmx.fr.