კალენდარი

საფრანგეთი კარს უღებს მსოფლიოს ტალანტებს!

საფრანგეთში შრომის ბაზარზე წვდომის პირობები გამარტივდა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც უმაღლესი განათლება წარმატებით დაასრულეს.

მაგისტრატურის საფეხურის დიპლომების ნუსხა, რომელიც დიპლომის წარმატებით მოპოვების შემდეგ საფრანგეთის ტერიტორიაზე პროფესიული საქმიანობის ფარგლებში კანონიერი ცხოვრების უფლებას იძლეოდა გაფართოვდა: მას დაემატა  იმავე საფეხურის სხვა სფეროს დიპლომები და  ასევე პროფესიული ბაკალავრის საფეხურის დიპლომები.

ეს ცვლილება 2016 წლის 7 მარტის კანონის შედეგად იქნა განხორციელებული, რომელსაც შემოაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები საერთაშორისო ტალანტების, სტუდენტებისა თუ ახალგაზრდა მომუშავეების მიღებისა და ინტეგრირების გაადვილების მიზნით, რომლებიც კანონიერად იქნენ მიღებული საფრანგეთის ტერიტორიაზე საცხოვრებლად. ზემოხსენებულმა კანონმა სამი მნიშვნელოვანი სიახლე შემოიტანა: მაგისტრატურის დიპლომების ნუსხის გაფართოება, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ საფრანგეთში მუშაობის საშუალებას იძლევა; ერთწლიანი სასწავლო ვიზიტის შემდეგ მრავალწლიანი ბინადრობის მოწმობის მიღების ყველა შემთხვევაზე გავრცელება; „ტალანტის პასპორტის“ შექმნა, რომელიც საფრანგეთში შესვლასა და ცხოვრებას ამარტივებს იმ პირებისთვის, ვინც ფრანგული ეკონომიკის საჭიროებისთვის შესაბამის პროფილს ფლობს (ახალგაზრდა დიპლომირებული პირები, მკვლევარები, ხელოვანები, მაღალი დონის სპორტსმენები...).


იხილეთ 2016 წლის 7 მარტის კანონის ძირითადი დებულებები:   http://www.campusfrance.org/fr/actualite/du-nouveau-pour-les-%C3%A9tudiants-%C3%A9trangers


და 2016 წლის 30 ოქტომბრის ბრძანების ტექსტი: https://www.legifrance.gouv.fr/eli/decret/2016/10/28/INTV1618858D/jo